ოლანდი - უკრაინის გამარჯვება გაკვეთილი იქნება ყველა ავტორიტარული რეჟიმისთვის

თუ რუსეთი უკრაინას ტერიტორიების ნაწილს წაართმევს, ამან შესაძლოა, სხვა ქვეყნებს უბიძგოს, სამხედრო გზით შეცვალონ საზღვრები, - ამის შესახებ საფრანგეთის ყოფილმა პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა განაცხადა.

"თუ ომამდელ ვითარებასთან შედარებით ერთ კვადრატულ კილომეტრს მაინც მიიღებს, სხვა ქვეყნები იფიქრებენ, რომ მათაც შეუძლიათ ტერიტორიული მოგება მიიღონ“, - განაცხადა საფრანგეთის ყოფილმა პრეზიდენტმა.

როგორც ოლანდმა აღნიშნა, უკრაინის გამარჯვება იმის ნიშანი იქნება, რომ ავტორიტარული რეჟიმები ძალის გამოყენებითაც კი წარმატებას ვერ მიაღწევენ.

მისი თქმით, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი მუდმივად ტყუილს ამბობს.

"ტყუილი ჩვეულებრივი რამ არის პოლიტიკაში, მაგრამ პუტინთან ერთად ის შთამბეჭდავ დონეს აღწევს. რამდენად ხშირად ამბობდა ის, რომ ბაშარ ალ-ასადმა ქიმიური იარაღი არ გამოიყენა? რამდენად ხშირად მეუბნებოდა, რომ უკრაინელ სეპარატისტებთან არანაირი კავშირი არ ჰქონდა, თუმცა მან შეაიარაღა ისინი? რამდენჯერ დამარწმუნა, რომ არანაირი ურთიერთობა არ აქვს "ვაგნერთან" მიუხედავად იმისა, რომ მისი ლიდერი მას დაქვემდებარებულია?", - განაცხადა ოლანდმა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები