პუტინი - ჩვენ ვიცით, ვისი ხელით ჩაიდინეს ეს სისასტიკე რუსეთისა და მისი ხალხის წინააღმდეგ, გვაინტერესებს ვინ არის დამკვეთი

ვლადიმერ პუტინი Crocus City Hall-ში მომხდარი ტერაქტის უკრაინასთან დაკავშირებას ცდილობს.

”ჩვენ ვიცით, რომ დანაშაული ჩაიდინეს რადიკალმა ისლამისტებმა, მაგრამ ჩვენ ასევე ვხედავთ, რომ შეერთებული შტატები ცდილობს დაარწმუნოს თავისი სატელიტები და მსოფლიოს სხვა ქვეყნები, რომ მათი დაზვერვის მონაცემებით, მოსკოვის ტერაქტში თითქოს კიევის კვალი არ არის, რომ სისხლიანი ტერაქტი რუსეთში აკრძალული ISIS-ის ორგანიზაციის წევრებმა, ისლამის მიმდევრებმა განახორციელეს. ჩვენ ვიცით, ვისი ხელით ჩაიდინეს ეს სისასტიკე რუსეთისა და მისი ხალხის წინააღმდეგ, ჩვენ გვაინტერესებს ვინ არის დამკვეთი", - განაცხადა პუტინმა.

მისივე თქმით, გასარკვევია რატომ გადაწყვიტეს რადიკალმა ისლამისტებმა ტერორისტული თავდასხმა რუსეთში, რომელიც "ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტის სამართლიან გადაწყვეტას ემხრობა" და ასევე რატომ "ჩადიან მძიმე სისასტიკეს და დანაშაულს რამადანის წმინდა თვეში".

"ეს სისასტიკე შეიძლება იყოს მხოლოდ რგოლი მათი მცდელობების მთელი სერიის, ვინც 2014 წლიდან ებრძვის ჩვენს ქვეყანას ნეონაცისტური კიევის რეჟიმის ხელით... რატომ ცდილობდნენ ტერორისტები უკრაინაში წასვლას, ვინ ელოდა,  ბევრი კითხვაა“, - განაცხადა პუტინმა.

მისივე თქმით, კიევი "ვაშინგტონის ბრძანებებს მიჰყვება".

22 მარტს, მოსკოვის მახლობლად Crocus City Hall-ში შეიარაღებული პირები შეიჭრნენ და ცეცხლი გახსნეს, შემდეგ კი შენობა დაწვეს და გაიქცნენ.

ბოლო მონაცემებით, 139 ადამიანი დაიღუპა და სულ მცირე 182 დაშავდა. მომხდარზე პასუხისმგებლობა "ისლამურმა სახელმწიფომ" აიღო.

რუსულმა პროპაგანდამ მაშინვე დაიწყო მინიშნება, რომ მომხდართან კავშირში უკრაინა იყო, რასაც კიევი და აშშ უარყოფენ.

მეორე დღეს პუტინმა განაცხადა, რომ ტერორისტები უკრაინის საზღვრისკენ მიმავალ გზაზე დააკავეს, სადაც "მათთვის "ფანჯარას" ამზადებდნენ". 

უახლესი ამბები