პუტინი - რაც შეეხება ბატონ ნავალნის, დიახ, ის გარდაიცვალა, ეს ყოველთვის სამწუხარო მოვლენაა

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ოპოზიციის ლიდერის ალექსეი ნავალნის გარდაცვალებაზე კომენტარი პირველად გააკეთა და მომხდარს "უბედური შემთხვევა" უწოდა.

"რაც შეეხება ბატონ ნავალნის. დიახ, ის გარდაიცვალა, ეს ყოველთვის სამწუხარო მოვლენაა. ჩვენ გვქონდა სხვა შემთხვევები, როცა ციხეში მყოფი ადამიანები გარდაიცვალნენ, მაგრამ ეს რა, ამერიკის შეერთებულ შტატებში არ ხდება? არაერთხელ მოხდა", - განაცხადა პუტინმა.

მისი თქმით, ოპოზიციონერის გარდაცვალებამდე რამდენიმე დღით ადრე გაჩნდა მისი გაცვლის იდეა "ზოგიერთ ადამიანზე, რომლებიც ციხეში იმყოფებიან დასავლეთის ქვეყნებში“.

"შეიძლება დამიჯეროთ, შეიძლება არა. ადამიანს ჯერ არ ჰქონდა დასრულებული წინადადება, მაგრამ მე ვუთხარი: "ვეთანხმები". მხოლოდ იმ პირობით, რომ ის იქ დარჩება და არ დაბრუნდება". თუმცა, სამწუხაროდ, ეს მოხდა ისე, როგორც მოხდა. ეს ხდება, ამაზე არაფერი შეიძლება გაკეთდეს", - განაცხადა პუტინმა.

47 წლის ალექსეი ნავალნის ციხეში გარდაცვალების შესახებ ინფორმაციას 16 თებერვალს გავრცელდა.

უახლესი ამბები