ლევან მურუსიძე - სად წავიდე?! როგორ ვიცხოვრო?!

ჩემზე აგორებულია ბევრი ცუდი პიარი, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ სანქცირებული ვარ, არ მეშინია, მე ჩემი პრინციპები მაქვს, - ამის შესახებ მოსამართლე ლევან მურუსიძემ "იმედის" ეთერში გადადგომასთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად განაცხადა.

"როდესაც გაბრალებენ, რომ კორუმპირებული ხარ და თან არ გეუბნებიან რატომ, ამ დროს მე ავდგე და გადავდგე?! სად წავიდე?! როგორ ვიცხოვრო?! მე სასამართლოს პოსტს არ ვეკიდები, ერთი სული მაქვს როდის წავალ, დავისვენებ, სულ მურუსიძის გვარი ისმის და ქვეყანაში ყველაფერ უბედურებას ძირითადად მე მაბრალებენ, მაგრამ როდესაც მეუბნებიან, რომ შენ ხარ კორუმპირებული ამ დროს სად ან როგორ უნდა წავიდე?!“, - განაცხადა ლევან მურუსიძემ.

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ენტონი ბლინკენის განცხადებით, აშშ-მა მოსამართლეებს მიხეილ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს, ირაკლი შენგელიასა და ვალერიან ცერცვაძეს, მნიშვნელოვან კორუფციულ საქმიანობაში მათი ჩართულობის მოტივით, სანქციები დაუწესა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები