"ლევან მურუსიძის 5 გადაწყვეტილებაზე სტრასბურგის სასამართლოში დარღვევა დადგინდა"

"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" ინფორმაციით, ლევან მურუსიძის 5 გადაწყვეტილებაზე სტრასბურგის სასამართლოში დარღვევა დადგინდა.

"სტრასბურგის სასამართლოში ლევან მურუსიძის განხილულ სულ ცოტა ხუთ საქმეზე ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დარღვევა დადგინდა. აქედან სამ საქმეზე სასამართლომ დარღვევების შესახებ გადაწყვეტილება გამოიტანა, ხოლო ორ საქმეზე სახელმწიფომ თავად აღიარა დარღვევა. ამ საქმეების გამო საქართველოს სახელმწიფოს დაზარალებულების სასარგებლოდ ჯამში 105 988 ევროს გადახდა მოუწია.

ევროკომისიის რეკომენდაციის თანახმად, ლევან მურუსიძე, როგორც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი, კეთილსინდისიერების შემოწმების მექანიზმს უნდა დაექვემდებაროს, რასაც ის, სასამართლო კლანის სხვა წევრებთან და ხელისუფლებასთან ერთად, აქტიურად ეწინააღმდეგება", - აღნიშნულია ინფორმაციაში.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები