ლევან მურუსიძე - მერწმუნეთ, ვდგავართ მაგრად, არ გვეშინია არაფრის

მინდა მოვუწოდეო, პირველ რიგში, ჩემს კოლეგებს, რომ იყვნენ მშვიდად, - ამის შესახებ მოსამართლე ლევან მურუსიძემ პრემიერ-მინისტრთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

"რადგანაც მივმართეთ ჩვენ ბატონ პრემიერს, მიმაჩნია, რომ სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობის, უსაფრთხოების გარანტი არის საქართველოს პრემიერ-მინისტრი. მარტო ჩემი კი არა, თქვენი გარანტიც არის.

მერწმუნეთ, ვდგავართ მაგრად, არ გვეშინია არაფრის. ფიქრობდნენ, რომ როცა დაასანქცირებდნენ მოქმედ მოსამართლეებს, ჩვენ თავს ჩავღუნავდით, კორუფციის იარლიყს მოგვაკრავდნენ, ვერ გავბედავდით, რომ ხმამაღლა გველაპარაკა. ვართ განწყობილი საბრძოლველად, ვფიქრობთ, რომ ვართ მართლები, მიგვაჩნია, რომ სასამართლო არის ხელისუფლება, რომლის საქმიანობაშიც არავინ არ უნდა ჩაერიოს. 

ჩვენთან მიმართებაში აბსურდი არის კორუფციული ბრალდებების წამოყენება, რა თქმა უნდა, ეს უნდა გასაჩივრდეს აშშ-ის სასამართლოში", - განაცხადა მურუსიძემ. 

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები