ეუთოს თავმჯდომარე ქვეყნის რანგში საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ჩრდილოეთ მაკედონიის საგარეო საქმეთა მინისტრი ეწვევა

2023 წლის 10-11 აპრილს, ეუთოს თავმჯდომარე ქვეყნის რანგში,  საქართველოს ოფიციალური ვიზიტით  ჩრდილოეთ მაკედონიის საგარეო საქმეთა მინისტრი ბუიარ ოსმანი ეწვევა.

ბუიარ ოსმანს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი უმასპინძლებს. გაიმართება შეხვედრა როგორც პირისპირ ფორმატში, ასევე ორი ქვეყნის დელეგაციებს შორის, რის შემდეგაც პრესისთვის გაკეთდება ერთობლივი განცხადებები.

ვიზიტის ფარგლებში, ჩრდილოეთ მაკედონიის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრებს გამართავენ  საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი,  პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი.  ბუიარ ოსმანს  საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მიიღებს.

საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, ჩრდილოეთ მაკედონიის  საგარეო უწყების ხელმძღვანელი  ეწვევა საოკუპაციო ხაზს და ადგილზე გაეცნობა არსებულ ვითარებას.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები