შალვა პაპუაშვილი - იმედი გვაქვს, ჩვენი კოლეგები ეუთოს საპარლამენტო ასამბლეიდან, დააკვირდებიან 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებს

სამხრეთ კავკასიის რეგიონული ვიზიტის ფარგლებში, საქართველოში ვმასპინძლობთ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს პია კაუმას. პირველ რიგში, ქალბატონ კაუმას კიდევ ერთხელ ვულოცავ პრეზიდენტად არჩევას. ვუსურვებ, რომ გამოწვევებით სავსე პერიოდში წარმატებით შეძლოს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის გაძღოლა, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტ პია კაუმასთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე.

შალვა პაპუაშვილის განცხადებით, საქართველო მრავალი წელია ნაყოფიერად თანამშრომლობს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეასთან, რომელიც საპარლამენტთაშორისო დიალოგის ხელშემწყობი მნიშვნელოვანი პლატფორმაა.

"ამჟამინდელი რთული გეოპოლიტიკური ვითარების ფონზე, უკრაინაში მიმდინარე რუსეთის აგრესიის შედეგად, ეუთო, როგორც ორგანიზაცია, არაერთი გამოწვევის წინაშე აღმოჩნდა. ვადასტურებ საქართველოს მზადყოფნას ხელი შეუწყოს ორგანიზაციის ეფექტიან ფუნქციონირებას იმ ღირებულებების საფუძველზე, რომელთა გარშემოც ის ჩამოყალიბდა“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

მისივე თქმით, პია კაუმასთან  შეხვედრაზე ისაუბრეს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეასთან საქართველოს თანამშრომლობაზე, რეგიონში მიმდინარე მოვლენებზე, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მძიმე ვითარებაზე, საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხზე.

"ვაფასებთ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ძალისხმევას, წვლილი შეიტანოს რეგიონში არსებული კონფლიქტების მშვიდობიანი გზით გადაჭრაში. ხაზი გავუსვით შემდგომი თანამშრომლობის მზაობას რეგიონული სტაბილურობისა და მშვიდობის უზრუნველსაყოფად“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

მისივე ინფორმაციით, შეხვედრაზე ასევე, ისაუბრეს საქართველოს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე.

"ქალბატონ პრეზიდენტს გავაცანი საარჩევნო პროცესთან დაკავშირებული სიახლეები და კიდევ ერთხელ დავაფიქსირე საქართველოს მზადყოფნა, განვაგრძოთ თავისუფალი, გამჭვირვალე და სამართლიანი არჩევნების ჩატარების მრავალწლიანი ტრადიცია. იმედი გვაქვს, რომ ჩვენი კოლეგები ეუთოს საპარლამენტო ასამბლეიდან, ასევე, დააკვირდებიან 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებს.

ქალბატონ კაუმასა და მის თანმხლებ დელეგაციას მადლობას ვუხდი ჩამობრძანებისთვის და საინტერესო შეხვედრისთვის. მზად ვართ, გავაგრძელოთ თანამშრომლობა მშვიდობის, უსაფრთხოებისა და დემოკრატიის განმტკიცებისთვის“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა პია კაუმამ ბრიფინგზე საქართველოს ევროპული ინტეგრაციის მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებზე ისაუბრა.

"მსურს, საქართველოს მივულოცო ის დადებითი სიახლეები, რომელიც ქვეყანას აქვს ევროკავშირთან ინტეგრაციის მიმართულებით“, - განაცხადა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა და იმ რეფორმებზე გაამახვილა ყურადღება, რომელსაც ქვეყანა ატარებს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები