პია კაუმა - თქვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი მომენტია, თქვენ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მოგენიჭათ, რომელიც ოფიციალურად დეკემბერში გამოცხადდება

ძალიან სასიამოვნო იყო საქართველოში სტუმრობა, თქვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია, რადგან ყველამ ვიცით, რომ თქვენ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მოგენიჭათ, რომელიც ოფიციალურად დეკემბერში, რამდენიმე კვირაში გამოცხადდება, - ასე მიმართა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა პია კაუმამ საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს ნიკოლოზ სამხარაძეს.

როგორც პია კაუმამ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის შეხვედრაზე განაცხადა, ეუთო საქართველოს სრულ მხარდაჭერას უცხადებს როგორც ტერიტორიული მთლიანობის, ისე სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო დიალოგის ხელშეწყობის მხრივ.

"მიგვაჩნია, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ვიმყოფებოდით საოკუპაციო ხაზთან და ადგილზე, საკუთარი თვალით გავეცანით სიტუაციას. ვნახეთ, როგორია, როდესაც სხვა ქვეყანა უკანონოდ ახდენს მეორე ქვეყნის ტერიტორიის ოკუპაციას, ვესაუბრეთ მოსახლეობას. იქ საკუთარი თვალით ვნახეთ სიტუაცია, რომელიც არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება იყოს მისაღები და ჩვენ სრულ მხარდაჭერას გიცხადებთ.

ასევე სრულად გიჭერთ მხარს რეგიონში სამშვიდობო შეთანხმების ფასილიტაციის პროცესში. თქვენ მნიშვნელოვანი როლი გაქვთ სომხეთისა და აზერბაიჯანის მოლაპარაკებების მხარდაჭერის კუთხით", - განაცხადა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები