საფრანგეთის განვითარების სააგენტოსა და ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ხაშურში წყალმომარაგებისა და წყალარინების პროექტი იწყება

ქალაქ ხაშურში წყალმომარაგებისა და წყალარინების ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის, რეკონსტრუქციისა და გაფართოების სამშენებლო სამუშაოები ოფიციალურად დაიწყო. სამუშაოების პირველი ეტაპი რეგიონის მცხოვრებთათვის სასმელი წყლისა და სანიტარიული სერვისების უკეთ ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფს. პროექტს ახორციელებს საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია და დაფინანსებულია საფრანგეთის განვითარების სააგენტოსა და ევროკავშირის მიერ.

ხაშურსა და მიმდებარე დასახლებებს წყალი დღე-ღამეში მხოლოდ რამდენიმე საათის განმავლობაში მიეწოდება და ჩამდინარე წყლები გადაუმუშავებლად ჩაედინება მდინარეში, რაც უარყოფითად აისახება გარემოზე, ადგილობრივ საარსებო წყაროსა და მოსახლეობის ჯანმრთელობაზე.

ევროკავშირის მიერ გამოყოფილი 7,15 მილიონი ევროს გრანტისა (7,15 მილიონი ევრო) და საფრანგეთის განვითარების სააგენტოს საკრედიტო ხაზის (65 მილიონი ევრო) საფუძველზე წყლისა და კანალიზაციის მომსახურების მიმწოდებელი - საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია (UWSCG) ახორციელებს სარეაბილიტაციო სამუშაოებს და გააუმჯობესებს წყლისა და სანიტარული სისტემის მართვის პროცესს. 

სამუშაოების შემდეგი ფაზებიც ასევე მზადების პროცესშია და ყველა ეტაპის დასრულების შემდეგ ხაშურს ექნება 24-საათიანი სასმელი წყალი და წვდომა წყალარინების სისტემაზე. ჩამდინარე წყლების გამწმენდი ნაგებობის (WWTP) მშენებლობა შეამცირებს უარყოფით ზემოქმედებას გარემოზე და უზრუნველყოფს გაწმენდილი ჩამდინარე წყლების ჩაშვებას მდინარეში.

"ხაშურის წყალმომარაგების პროექტი აქტიურ ფაზაში შევიდა. დღეს განვიხილეთ პროექტის მიმდინარეობა და მის ფარგლებში დასახული ღონისძიებები. მნიშვნელოვანია, რომ პროექტთან დაკავშირებული ინტენსიური სამშენებლო სამუშაოები ძალიან მალე დაიწყება. აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ხაშურში ამ მასშტაბის პროექტი წყალმომარაგებისა და წყალარინების თვალსაზრისით არ განხორციელებულა, რაც ხაშურისა და მიმდებარე სოფლების მოსახლეობას უზარმაზარ პრობლემას მოუგვარებს. მინდა მადლობა გადავუხადო საფრანგეთის განვითარების სააგენტოსა და ევროკავშირს ამ მასშტაბური პროექტის განხორციელებაში შეტანილი წვლილისთვის“, - განაცხადა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ მზია გიორგობიანმა.

"მოხარული ვართ, რომ ვესწრებით ხაშურის მუნიციპალიტეტში წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყებას. საფრანგეთი, ევროპის გუნდის (Team Europe) ფარგლებში მობილიზებულია, რომ საქართველოს გაუზიაროს ცოდნა და წყლის რესურსებისა და სისტემების მართვის გამოცდილება, რაც მოემსახურება ხაშურში მნიშვნელოვან რესურსზე - წყალზე ხელმისაწვდომობას რეგიონის მოსახლეობისთვის, ასევე ჯანმრთელობისა და სანიტარული პირობების გაუმჯობესებას და გარემოს დაცვას, მათ შორის კლიმატის ცვლილებაზე რეაგირებას და ბიომრავალფეროვნების დაცვას. ეს თანამშრომლობა საქართველოსა და საფრანგეთს, და უფრო ზოგადად, ევროპელ პარტნიორებს შორის, უზრუნველყოფს მდგრად განვითარებას და ქვეყანას დააახლოებს წყლის რესურსების მართვის ევროპულ სტანდარტებთან“, - განაცხადა საფრანგეთის ელჩმა საქართველოში შერაზ გასრიმ. 

"სუფთა წყალი აუცილებელია როგორც ხაშურის მცხოვრებთათვის, ასევე ქალაქის მიმდებარე ბუნებისთვის. ევროკავშირი ამაყობს ინვესტიციებით ტექნოლოგიასა და ინფრასტრუქტურაში, რომელიც უზრუნველყოფს საიმედო ხელმისაწვდომობას სასმელ წყალზე და უზრუნველყოფს ჩამდინარე წყლების გაწმენდას. შედეგად, ჩვენ გავაუმჯობესებთ ხაშურში ბევრი ადამიანის ყოველდღიურ ცხოვრებას და დავიცავთ მათ ჯანმრთელობას. მინდა მადლობა გადავუხადო ყველა პარტნიორს და ევროპის გუნდს (Team Europe) ძალისხმევისთვის და წარმატებები ვუსურვო მათ ამ პროექტის განმხორციელებაში“, - განაცხადა ეკონომიკური განვითარების ჯგუფის ლიდერმა საქართველოში ევროკავშირის დელეგაციაში დომინიკ პაპენჰაიმმა.

"დღეს ისტორიული დღეა. ხაშურის წყალმომარაგებისა და წყალარინების პროექტი ოფიციალურად იწყება და ეს ხელს შეუწყობს ამ ქალაქის განვითარებას. სუფთა და მაღალი ხარისხის სასმელ წყალსა და სანიტარიულ სერვისებზე ხელმისაწვდომობის საკითხი დარეგულირდება და მოხარული ვარ, რომ საფრანგეთის განვითარების სააგენტო, ევროკავშირთან თანამშრომლობით, მონაწილეობს ამ პროექტში. მინდა მადლობა გადავუხადო თითოეულ ორგანიზაციას, რომლის ძალისხმევითაც შესაძლებელი გახდა ამ ფაზის მშენებლობის დაწყება“, - განაცხადა საფრანგეთის განვითარების სააგენტოს ევრაზიის  რეგიონალურმა დირექტორმა სესილ კოუპრიმ. 

სამშენებლო სამუშაოებს თურქული კომპანია "YDA“ განახორციელებს და ზედამხედველობას გაუწევს საერთაშორისო საინჟინრო კომპანია "ეპტისა“ (“Eptisa”).

უახლესი ამბები