ხაშურში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები გრძელდება

ხაშურში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები გრძელდება. მერიაში შეკრებილია კომისია, რომელიც ვითარებას სწავლობს. მერის განცხადებით, ამ ეტაპზე ზარალის ოდენობა უცნობია.

როგორც ცნობილია, დაზარალებულია 200-ზე მეტი  ოჯახი, ხოლო ადგილიდან, სადაც გუშინ მეწყრული პროცესები განვითარდა, 9 ოჯახს გაასახლებენ. 

"9 ოჯახზე რეკომენდაცია მოგვცეს, რომ უმჯობესია ეს ოჯახები გადავიყვანოთ დროებით სხვაგან და ეს პროცესი მიმდინარეობს. 

საგანგაშო მდგომარეობა არ არის. ექვემდებარება აღდგენა-გამაგრებას. ველოდებით პროექტს, რის შემდეგაც შესაბამისი სამუშაოები ჩატარდება გამაგრებისთვის. 

საგანგებოო ჯგუფი მობილიზებულია და დღეს კიდევ რამდენიმე ჯგუფი დაგვემატება", - განაცხადა ხაშურის მერმა, თენგიზ ჩიტიაშვილმა. 

"არასტაბილური მდგომარეობაა. ფაქტობრივად, ღამეს აქ ვერ ვათენებთ. ველოდებით გეოლოგების დასკვნას. გუშინ იყვნენ. ყველაფერი დაათვალიერეს, ნიმუშები აიღეს, ვნახოთ, რა იქნება სამომავლოდ", - აცხადებს ერთ-ერთი ადგილობრივი.

ხაშურის მოსახლეობა იმ პრობლემებზე საუბრობს, რომელიც ახლა მათ სტიქიის შედეგად აქვთ.

"ტანსაცმელი აღარ დაგვრჩა. საჭმელი, პროდუქტები, თუ კი რაიმე გვქონდა, მარცვლეული თუ სხვა, ყველაფერი გადავყარეთ, არაფერი აღარ დაგვრჩა", - განაცხადა ადგილობრივმა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები