ხაშურსა და ქარელში მდინარეები ადიდდა და კალაპოტიდან გადმოვიდა

ხაშურსა და ქარელში მდინარეები ადიდდა. მდინარე ჭერათხეულა კალაპოტიდან გადმოვიდა და ნაბახტევსა და აძვისში პრობლემები შექმნა.

ნაბახტევში საფრთხე დაემუქრა სოფლის ერთადერთ ხიდს, რომლითაც ადგილობრივები რაიონულ ცენტრს უკავშირდებიან. აძვისში კი მოსახლეობას დაეტბორა სავარგულები, დაეხოცა შინაური ფრინველი. წყალდიდობას თან ერთოდა ძლიერი ქარიც, რამაც სახლებს სახურავები გადახადა.

კალაპოტიდან გადმოვიდა მდინარე ფრონეც, დატბორილია მოხისის მიმდებარე ტერიტორია.

უახლესი ამბები