ცესკო - 17:00 საათისთვის არჩევნების აქტივობამ 24.47% შეადგინა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, რეგიონებში მიმდინარე შუალედურ და მერების რიგგარეშე არჩევნებზე, 17:00 საათის მდგომარეობით, 45 285-მა ამომრჩეველმა (24.47%) უკვე დააფიქსირა არჩევანი. ამასთან, ყველაზე მაღალი აქტივობა კვლავ ცაგერში დაფიქსირდა, რაც შეადგენს 41,4 %-ს.

"20:00 საათზე, კენჭისყრის პროცედურის დასრულების შემდეგ, დაიწყება ხმის დათვლის პროცედურები. იმ საარჩევნო უბნებში, სადაც ხმის მიცემა ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით მიმდინარეობდა, გადასატან საარჩევნო ყუთში მოთავსებული ბიულეტენების ძირითად საარჩევნო ყუთში გადატანის შემდეგ, ხმის დათვლის სპეციალური აპარატიდან საუბნო-საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ამობეჭდავს წინასწარი შედეგების შესახებ ამონაწერს და ინფორმაცია უმოკლეს ვადაში გადმოიგზავნება ცესკო-ში. ამის შემდეგ, ჩვენ გვექნება საშუალება, აღნიშნული უბნებიდან მიღებული მონაცემების საფუძველზე გამოვაქვეყნოთ წინასწარი, პირველადი შედეგები.

რაც შეეხება იმ საარჩევნო უბნებს, სადაც კენჭისყრა ტრადიციული წესით მიმდინარეობს, მას შემდეგ, რაც დაიხურება საარჩევნო უბნები, ხმის დათვლის პროცედურები დაიწყება. სიახლეა შემაჯამებელი ოქმების გადმოგზავნასთან დაკავშირებით. ოქმები პლანშეტის საშუალებით, საოლქო-საარჩევნო კომისიის გვერდის ავლით, პირდაპირ ცესკო-ში გადმოიგზავნება, რაც კიდევ უფრო შეამცირებს შედეგების დამუშავების და შემდგომი გამოქვეყნებს დროს. საუბნო საარჩევნო კომისიების შემაჯამებელი ოქმები აიტვირთება სპეციალურ ვებგვერდზე – results.cec.gov.ge.

აქვე შეგახსენებთ, რომ ნებისმიერ მსურველს შესაძლებლობა აქვს, ონლაინ დააკვირდეს არჩევნების წინასწარი შედეგების შეჯამების პროცესს ცესკო-ში ინტერნეტ ტრანსლირების საშუალებით. ტრანსლაცია 360- გრადუსიანი ტექნოლოგიის გამოყენებით ცესკო-ს ოფიციალურ გვერდზე Facebook-ში, Youtube-სა და საიტზე განხორციელდება.

რაც შეეხება ინფორმაციას საჩივრებთან დაკავშირებით, ამ დროისთვის მხოლოდ ერთი საჩივარია დაფიქსირებული, რომელიც შესულია ფოთის საოლქო საარჩევნო კომისიაში და ეხება პროცედურულ დარღვევას. აღნიშნულის შესახებ კანონით დადგენილ ვადაში იმსჯელებს საოლქო საარჩევნო კომისია და მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას“, – განაცხადა ცესკო-ს პრესსპიკერმა ნათია იოსელიანმა. 

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები