ლონდონში ჩარლზ III-ის კორონაცია დასრულდა

ლონდონში ჩარლზ III-ის კორონაცია დასრულდა. ვესტმინსტერის სააბატოში საზეიმო ცერემონია რამდენიმე საათს გაგრძელდა, თუმცა ბრიტანელები ისტორიულ მოვლენას კიდევ ორი ​​დღე აღნიშნავენ.

ცერემონიას სხვადასხვა სხვადასხვა სახელმწიფოების, მთავრობების, უცხოური დელეგაციების ლიდერები და ელჩები დაესწრნენ. 

სადღესასწაულო წირვა კენტერბერის მთავარეპისკოპოსმა ჯასტინ უელბიმ აღავლინა. ახალმა მეფემ მთელი მსოფლიოს წინაშე ფიცი დადო: მან პირობა დადო, რომ კანონის მიხედვით მართავს, დაიცავს სამართლიანობას და მხარს დაუჭერს ანგლიკანურ ეკლესიას.

ჩარლზ III-ს გადაეცა წმინდა შესამოსელი და მონარქიის სიმბოლოები; ბურთი, ბეჭედი და სკიპტრები. ამის შემდეგ კენტერბერის არქიეპისკოპოსმა ბრიტანეთის ახალ მონარქს თავზე გვირგვინი დაადგა.

70 წლის განმავლობაში პირველად, ბრიტანეთში ახალი მონარქის კორონაცია გაიმართა. წინა ასეთი ცერემონია შედგა 1953 წელს, როდესაც ტახტზე ელისაბედ II ავიდა. იგი ისტორიაში შევიდა, როგორც ყველაზე ხანგრძლივი მმართველი, რომელიც ქვეყანას სიკვდილამდე, 2022 წლის 8 სექტემბრამდე ემსახურა.

ელისაბედ II-ის მემკვიდრე მისი უფროსი ვაჟი ჩარლზი გახდა, რომელიც მეფედ 2022 წლის 10 სექტემბერს გამოცხადდა, დღეს კი - 2023 წლის 6 მაისს მისი კორონაცია შედგა.

ღონისძიებამ ვესტმინსტერის სააბატოში 2000-მდე სტუმარი შეკრიბა. ცერემონიაზე დაახლოებით 250 მილიონი ფუნტი დაიხარჯა, რაც ისტორიაში ყველაზე დიდი თანხა იყო.

ჩარლზ III-თან ერთად მისი მეუღლე კამილას კორონაციაც შედგა.

1902 წლის შემდეგ პირველად, კორონაცია შაბათ-კვირას ჩატარდა. ასევე, ბრიტანელებმა დამატებითი დასვენების დღე მიიღეს ორშაბათს, 8 მაისს. საეკლესიო მსახურების ოფიციალური ნაწილის გარდა, კორონაციის ფარგლებში გაიმართება დიდი კონცერტი და სხვა საზეიმო ღონისძიებები.

ბრიტანეთის მონარქის სრული სახელია ჩარლზ ფილიპ არტურ ჯორჯი, ის 74 წლისაა. ის არის უინძორის დინასტიის წარმომადგენელი, რომელიც ბრიტანეთს მე-20 საუკუნის დასაწყისიდან მართავს.

იგი დაიბადა ბუკინგემის სასახლეში 1948 წლის 14 ნოემბერს. მემკვიდრის სტატუსი 3 წლის ასაკში მიიღო, როდესაც ბაბუა ჯორჯ VI გარდაიცვალა, ხოლო დედა ელიზაბედი დედოფალი გახდა.

ჩარლზ III პირველი ტახტის მემკვიდრეა, რომელმაც დაამთავრა უნივერსიტეტი. მას აქვს ხელოვნების მაგისტრის ხარისხი. კემბრიჯში სწავლობდა ანთროპოლოგიას, არქეოლოგიას, ისტორიას და უელსურ ენას. ის ასევე მსახურობდა საზღვაო ძალებში, იყო სამხედრო გამანადგურებელის და ვერტმფრენის პილოტი. მიიღო ფელდმარშალის წოდება.

მონაწილეობდა ბრიტანეთის სოციალურ და პოლიტიკურ ცხოვრებაში 70-იანი წლების ბოლოდან, იყო საქველმოქმედო ფონდებისა და ორგანიზაციების რწმუნებული, რომლებიც ეხებოდნენ კლიმატის ცვლილების საკითხებს, დაინტერესებული იყო ურბანული გარემოს, არქიტექტურის, ორგანული სოფლის მეურნეობის გაუმჯობესების პროცესებით.

ის იყო დაქორწინებული დიანა სპენსერზე, რომელმაც გააჩინა მისი ვაჟები უილიამი (ტახტის ამჟამინდელი მემკვიდრე) და ჰარი. წყვილი 15 წლის შემდეგ დაშორდა, 1997 წელს კი პრინცესა დიანა ავტოკატასტროფაში გარდაიცვალა.

2005 წელს ჩარლზი მეორედ დაქორწინდა - კამილა პარკერ ბოულზზე. მასთან ურთიერთობა ქორწინებამდე დიდი ხნით ადრე დაიწყო.

ბრიტანეთის მონარქს 5 შვილიშვილი ჰყავს. ვაჟი უილიამის ქორწინებიდან ქეით მიდლტონთან - ჯორჯი, შარლოტა და ლუი. მეორე ვაჟს ჰარის და მის მეუღლეს მეგან მარკლს ორი შვილი ჰყავთ, არჩი და ლილიბეტი.

ჩარლზ III-ის უფლებამოსილებები წარმომადგენლობითია და ძალაუფლება შეზღუდულია, რადგან დიდი ბრიტანეთი საპარლამენტო მონარქიაა.

მეფე ასრულებს ოფიციალურ მოვალეობებს პრემიერ-მინისტრის დანიშვნისა და მთავრობის დაშლის შესახებ და ახორციელებს უცხოურ ვიზიტებს. მას აქვს შეიარაღებული ძალების უმაღლესი მთავარსარდლის წოდება და თანხმობას იძლევა ჯარის გამოყენებაზე სახელმწიფოს გარეთ.

ბრიტანეთის მონარქი, როგორც ერთა თანამეგობრობის მეთაური, ითვლება 14 ქვეყანის მონარქად. ეს ქვეყნების - ავსტრალია, ანტიგუა და ბარბუდა, ბაჰამის კუნძულები, ბელიზი, გრენადა, კანადა, ახალი ზელანდია, პაპუა-ახალი გვინეა, სენტ ვინსენტი და გრენადინები, სენტ-კიტსი და ნევისი, სენტ-ლუსია, სოლომონის კუნძულები, ტუვალუ, იამაიკა.

დიდი ბრიტანეთის გარეთ ჩარლზ III-ს ჰყავს თავისი წარმომადგენლები თანამეგობრობის ქვეყნებში. ესენი არიან გენერალ-გუბერნატორები, რომლებიც ინიშნებიან ქვეყნების პრემიერ-მინისტრების წარდგინებით.

უახლესი ამბები