მერაბ ჭიქაშვილი - მადლობას ვუხდი საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილის სახელით პუტინს

მოსკოვი-თბილისის პირველ ბორტზე ქართული დელეგაცია იფრენს, რომელსაც საზოგადოებრივი ორგანიზაცია "სოლიდარობა მშვიდობისთვის" თავმჯდომარე მერაბ ჭიქაშვილი ხელმძღვანელობს, - წერს "რია ნოვოსტი".

ჭიქაშვილი პუტინს მადლობას საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილის სახელით უხდის.

"ჩემი და ჩემი ორგანიზაციის სახელით, საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილის სახელით მინდა მადლობა გადავუხადო რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ ვლადიმეროვიჩ პუტინს განკარგულებაზე ხელმოწერისთვის და ჩვენი მოთხოვნის დაკმაყოფილებისთვის, ეს იყო ერის მოთხოვნა და ყველამ კარგად ვიცით ამის მნიშვნელობა.

მთავარია არა მხოლოდ თავიდან დავიწყოთ, არამედ გავაუმჯობესოთ ჩვენი ურთიერთობები, განსაკუთრებით ამ სიტუაციაში", - ამბობს ჭიქაშვილი.

"რია ნოვოსტის" ინფორმაციით, დელეგაციამ ჯერ კიდევ 2022 წლის 7 დეკემბერს დაიწყო ინტენსიური დიალოგი რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლებთან რუსეთსა და საქართველოს შორის საჰაერო მიმოსვლის აღდგენის შესახებ.

დელეგაციის შემადგენლობაში შედიან: დიმიტრი ლორთქიფანიძე, მიხეილ ჟღენტი, თემურ ფიფია, ვალერი კვარაცხელია, თემურ მაისურაძე, მამუკა ფიფია.

რუსეთიდან პირველი რეისი 13:50 საათზე შესრულდება და მას აეროპორტში აქციით დახვდებიან.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები