მალიარი - უკრაინის შეიარაღებული ძალები აღმოსავლეთით შეტევაზე ერთდროულად რამდენიმე მიმართულებაზე გადავიდა

უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთ ჯგუფმა დღეს ერთდროულად დაიწყო შეტევა რამდენიმე მიმართულებით, - ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ანა მალიარმა განაცხადა.

საუბარია ორეხოვო-ვასილიევკაზე, ბახმუტზე, ბოგდანოვკაზე, იაგოდნიზე, კლეშჩიევკაზე, კურდიუმოვკაზე, პროგრესი ყველა ფრონტზეა.

მისივე თქმით, კუპიანსკის, ლიმანის, მარინკის მიმართულებით მტერი ცდილობდა წინსვლას, მაგრამ ვერ მოახერხა.

ამავდროულად, სამხრეთით მძიმე ბრძოლები გრძელდება შეტევის ყველა მიმართულებით. მალიარის თქმით, მტერი ფრონტის ამ სექტორში თავდაცვაშია და დიდ ძალისხმევას მიმართავს უკრაინის შეიარაღებული ძალების შეტევითი მოქმედებების შესაჩერებლად. 

ამავდროულად, რუსეთის ფედერაცია პერსონალის, იარაღისა და აღჭურვილობის მნიშვნელოვან დანაკარგებს განიცდის.

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა დღეს ასევე დაადასტურა, რომ დონეცკის ოლქის კრასნოგოროვკას მახლობლად უკრაინელმა სამხედროებმა მოახერხეს რამდენიმე პოზიციის გათავისუფლება, რომლებიც 2014 წლიდან რუსეთის ოკუპაციის ქვეშ იმყოფებოდნენ. ეს დაახლოებით ერთი კვირის წინ მოხდა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები