მალიარი - უკრაინის შეიარაღებული ძალები წინ მიიწევენ ბახმუტის მიმართულებით, სასტიკი ბრძოლებია კუპიანსკის მიმართულებით

რუსი ოკუპანტები ბოლო ორი დღის განმავლობაში აქტიურად მიიწევდნენ კუპიანსკის მიმართულებით, ჩვენი ჯარისკაცები კი აგრძელებენ მოძრაობას ბახმუტის მიმართულებით, - ამის შესახებ თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ანა მალიარმა განაცხადა.

როგორც მალიარი წერს, აღმოსავლეთში ვითარება გარკვეულწილად გამწვავდა.

"მტერი ზედიზედ ორი დღეა, ხარკოვის ოლქში, კუპიანსკის მიმართულებით აქტიურად მიიწევს წინ. ჩვენ თავდაცვაზე ვართ. სასტიკი ბრძოლები მიმდინარეობს, მხარეების პოზიცია დღეში რამდენჯერმე დინამიკურად იცვლება", - წერს თავდაცვის მინისტრის მოადგილე.

მისივე თქმით, ბახმუტის მიმართულებით უკრაინელი ჯარისკაცები თანდათან წინ მიიწევენ. ბახმუტის გარშემო სამხრეთ ფლანგზე წინსვლაა. ასევე, ჯარისკაცები თავიანთ პოზიციებს იკავებენ ჩრდილოეთ ფლანგზე, სადაც მტერი ცდილობს შეტევას.

"ავდეევკასა და მარინკას მიმართულებით მტერი აგრძელებს შეტევითი ოპერაციებს. ჩვენი დამცველები აგრძელებენ მათ ეფექტურ შეკავებას. სასტიკი ბრძოლები სიტუაციის შეცვლის გარეშე გრძელდება", - წერს მალიარი.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები