მალიარი - რუსებთან თანაბარი იარაღი რომ გვქონდეს, თანაბარი მაინც, ჩვენ შევძლებდით ჩვენი ტერიტორიების განთავისუფლებას ძალიან სწრაფად

უკრაინის არმია არა მხოლოდ მზად არის, არამედ შეუძლია გაათავისუფლოს რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიები "ძალიან სწრაფად", მაგრამ ამისთვის იარაღის რაოდენობით უნდა გაუტოლდეს რუსებს, - ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ანა მალიარმა განაცხადა.

"უკრაინის არმიის სულისკვეთება არ სუსტდება, ის ისეთივე ძლიერია, როგორც ომის დასაწყისში და რუსებთან თანაბარი იარაღი რომ გვქონდეს, თანაბარი მაინც, ჩვენ შევძლებდით ჩვენი ტერიტორიების განთავისუფლებას ძალიან სწრაფად“, - განაცხადა მალიარმა.

მალიარის თქმით, დღეს რუსებს გაცილებით მეტი იარაღი აქვთ და სწორედ ეს ანელებს უკრაინის შეიარაღებული ძალების აქტიურობას.

"ჩვენ არ გვაქვს შესაძლებლობა ვუპასუხოთ რუსებს იმდენივე თავდასხმით, როგორც ისინი აკეთებენ ამას. ჩვენ ჯერ კიდევ არ გვაქვს საკმარისი რესურსი შორი დისტანციური იარაღის გამოსაყენებლად, რათა სრულად გავათავისუფლოთ ტერიტორია ჩვენი დროებით ოკუპირებული ტერიტორიების რადიუსში და სამწუხაროდ, ყოველდღიურად ვიტანჯებით სამოქალაქო და სამხედრო ინფრასტრუქტურაზე სარაკეტო თავდასხმებისგან. დღეს ჩვენ არ შეგვიძლია მთლიანად დავხუროთ ცა”, - განაცხადა მალიარმა.

ამიტომ, მისი თქმით, უკრაინის საჭიროებაა საჰაერო თავდაცვა ცის დასაცავად, ასევე შორი მანძილის იარაღი და ავიაცია. ასევე, მან ყურადღება გაამახვილა საბრძოლო მასალის საჭიროებაზე, რომელსაც ყოველდღიურად მოიხმარენ და რაშიც რუსეთს დიდი უპირატესობა აქვს.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები