სანდრო რაქვიაშვილი - კომიტეტის თავმჯდომარემ იკადრა და ფიზიკურ ძალადობაზე გადავიდა

პარლამენტში ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტზე თავდაცვის კოდექსში ცვლილებების განხილვას დაპირისპირება მოჰყვა.

"გირჩის" და "ქართული ოცნების" დეპუტატების სანდრო რაქვიაშვილის და მიხეილ სარჯველაძის სიტყვიერი დაპირისპირება კომიტეტის შემდეგაც გაგრძელდა.

რაქვიაშვილის თქმით, გარკვეულ ფიზიკურ დაპირისპირებამდე მივიდა საქმე, რაც კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ სიტყვა და არგუმენტი აღარ დარჩათ.

"გირჩის" დეპუტატმა მომხდარი ინციდენტის ეთიკის საბჭოს მიერ განხილვა მოითხოვა.

"კომიტეტის თავმჯდომარემ იკადრა და ფიზიკურ ძალადობაზე გადავიდა. მე ვითხოვ, რომ ეს იყოს ეთიკის საბჭოზე განხილული", - განაცხადა რაქვიაშვილმა პლენარულ სხდომაზე.

"სანდრო რაქვიაშვილს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარისგან ხელი მოხვდა - ეს არის თქვენი იარაღი, აგერ ვართ ყველანი და მზად ვართ თუ გასალახები ვართ, გავილახოთ, მაგრამ ამ დარბაზში უნდა შეგვეძლოს, რომ ჩათლახობას ჩათლახობა დავარქვათ", - განაცხადა პლენარულ სხდომაზე პოლიტიკური ჯგუფის „გირჩის“ ხელმძღვანელმა იაგო ხვიჩიამ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები