სანდრო რაქვიაშვილი - იმედი მაქვს, 20 "ტესლას“ გავათამაშებთ

თვითმმართველობის არჩევნებამდე, "გირჩი“ „ტესლას“ მარკის 20-მდე ავტომობილის გათამაშებას აპირებს.

როგორც ჟურნალისტებს დეპუტატმა სანდრო რაქვიაშვილმა განუცხადა, აღნიშნული ავტომობილების შეძენა იმ თანხიდან იგეგმება, რომელიც „გირჩს“ სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოეყო და რომელზეც პარტია უარს ამბობს.

"მიუხედავად იმისა, რომ წინასაარჩევნო პროცესის პროგნოზირება რთულია, ჩვენ ძალიან ბევრი ახალი პროექტი გვექნება. ჩვენ დავიწყეთ „ზუმდაზუმი“, რომელიც თანამედროვე ვერსიაა კარდაკარის პრინციპის და რომელიც გარდა იმისა, რომ დაგიცავთ კორონასგან, უფრო მეტ შესაძლებლობას მისცემს ჩვენს ამომრჩეველს დისკუსიებში ჩაერთოს. 

უახლოეს მომავალში „ტესლას“ პროექტის გათამაშება დაიწყება იმ ადამიანებისთვის, ვინც წინა წელს არჩევნებზე იყო და ფოტო აქვს გადაღებული საარჩევნო უბანთან. გვაქვს დაგეგმილი სხვადასხვა პროექტები, მაგალითად, ცალკე პროექტი გვექნება ბათუმისთვის, თბილისისთვის და ა.შ. ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ამ პოლიტიკურ ქაოსში, რომელშიც ვიმყოფებით და სადაც გაურკვეველია, რა მიზნები აქვთ პოლიტიკურ მოთამაშეებს, ჩვენ ჩვენი დამოუკიდებელი კამპანია ვაწარმოოთ და მართლა სერიოზული პოლიტიკით დავკავდეთ. იმედი მაქვს, რომ 20 "ტესლას“ გავათამაშებთ”, – განაცხადა რაქვიაშვილმა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები