სანდრო რაქვიაშვილი - 29 აპრილს, პარლამენტის წინ აქციის დაგეგმვით "ქართული ოცნება" საკუთარ თავს კომფორტს შეუქმნის

29 აპრილს, პარლამენტის წინ აქციის დაგეგმვით "ქართული ოცნება" საკუთარ თავს კომფორტს შეუქმნის, - ამის შესახებ პარტია "გირჩის" წევრმა სანდრო რაქვიაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, "ოცნებისთვის" მარტივი იქნება კანონის განხილვა, როცა საპროტესტო კიჟინას ვერ გაიგებენ.

"29 აპრილს, პარლამენტის წინ აქციის დაგეგმვით "ქართული ოცნება" საკუთარ თავს კომფორტს შეუქმნის, როცა განხილვის დროს პარლამენტის ირგვლივ საკუთარი ხალხი იქნება შეკრებილი და ის შეძახილები არ იქნება, რაც მათ შეიძლება აღიზიანებდეთ.

არ მგონია, ამ ყველაფერმა ვითარება პრინციპულად შეცვალოს, თუ დავინახავთ, რომ ხალხი ავტობუსებით მოიყვანეს, რამდენიც არ უნდა შეკრიბონ, ამ მიტინგის ვინ დაიჯერებს? მაგრამ თუ აღმოჩნდა, რომ რეგიონიდან ერთი ავტობუსიც არ ჩამოსულა და პარლამენტთან 100 ათასი კაცი შეიკრიბა, მაშინ აღიარებ, რომ ამათ უფრო მეტი მხარდამჭერი ჰყავთ", - განაცხადა სანდრო რაქვიაშვილმა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები