"ნაციონალური მოძრაობის" საგარეო მიმართულებას ზურაბ ჭიაბერაშვილი უხელმძღვანელებს

"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა პარტიის საგარეო მიმართულების ხელმძღვანელად ზურაბ ჭიაბერაშვილი წარადგინა.

ხაბეიშვილის თქმით, იმ პირობებში, როცა "ნაციონალურ მოძრაობას" ჰყავს პოლიტიკურად დევნილი და პატიმარი ლიდერი მიხეილ სააკაშვილი, მნიშვნელოვანია, პარტია საგარეო მიმართულებით კიდევ უფრო გაძლიერდეს.

"მაქვს პატივი, წარმოგიდგინოთ "ნაციონალური მოძრაობის“ საგარეო მიმართულების ხელმძღვანელი ზურაბ ჭიაბერაშვილი, რომელიც დათანხმდა შეთავაზებას და შესაბამისად, ამ მიმართულებით ის გააგრძელებს აქტიურ მუშაობას. 

ზურაბ ჭიაბერაშვილი იყო საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი ევროპის საბჭოში, საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი ჟენევაში, გაერო-ს ოფისსა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი შვეიცარიაში. აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის დიპლომატიური რანგი და დიახ, ამ პირობებში, როცა „ნაციონალურ მოძრაობას“ ჰყავს პოლიტიკური დევნილი, პოლიტიკური პატიმარი, პრეზიდენტი სააკაშვილი, კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, საგარეო მიმართულებით გავძლიერდეთ“, – განაცხადა ხაბეიშვილმა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები