ზურაბ ჭიაბერაშვილი - დაუსაბუთებლად საკუთარი თანამებრძოლების მიმართ ხელის გაშვერა ამ სიტუაციაში, სრულიად გაუმართლებელია

ყველა, ვინც განცხადებას აკეთებს იმასთან დაკავშირებით, რომ ოპოზიციაში არ არსებობს ერთიანობა, სამწუხაროდ, ნებსით თუ უნებლიეთ, ამით ხელს უწყობს "ქართული ოცნების“ პროპაგანდას, ამიტომ ეს უნდა გავითვალისწინოთ და არ შეიძლება ზოგადი დაუსაბუთებელი საუბარი ფაქტების გარეშე, - ამის შესახებ  „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საგარეო ურთიერთობის მდივანმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა განაცხადა.

"თუ კი ხდება რაიმე ფაქტი, თუნდაც ოპოზიციის მხრიდან, რომელიც დადასტურებულია და ყველამ იცის ბუნებრივია, შესაბამისად უნდა აგოს პასუხი, მაგრამ დაუსაბუთებლად საკუთარი თანამებრძოლების მიმართ ხელის გაშვერა ამ სიტუაციაში, როდესაც "ქართული ოცნების“ რუსული პროპაგანდა განსაკუთრებული ცინიზმით გვებრძვის, ჩემი აზრით, სრულიად გაუმართლებელია.

განვლილი თვე ნახევრის განმავლობაში მე რვა ქვეყანაში ვიყავი, ბრიუსელშიც ვიყავი და კიდევ 7 ქვეყნის დედაქალაქში და ჩემი ქვეყნის ვიზიტების ამოცანა ზუსტად ის იყო, რომ ქვეყანას სტატუსი მიიღოს. მსგავსი წუხილი მე არ მომისმენია, უფრო პირიქით, უკლებლივ ყველა ჩვენი პარტნიორი აღიარებს იმას, რომ ამ შემთხვევაში, ამ ძალიან მნიშვნელოვან სიტუაციაში "ქართული ოცნების“ საბოტაჟის ფონზე, პროდასავლური ოპოზიცია იქცევა მაღალი შეგნებით და იქცევა ისე, როგორც სჭირდება ქვეყნის ეროვნულ ინტერესს. ეს მესმის ჩვენი დასავლელი პარტნიორებისგან და ამიტომაც ვამბობ, რომ პირველი - ბრალდება უნდა მიემართებოდეს „ქართულ ოცნებას“ და მეორე - თუ კი ვინმეს რაიმე ინფორმაცია აქვს, ეს ინფორმაცია უნდა იყოს კონკრეტული, სხვაგვარად მხოლოდ და მხოლოდ „ქართული ოცნების“ რუსულ პროპაგანდის წისქვილზე ვასხამთ წყალს“, - აცხადებს ჭიაბერაშვილი.

"რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარემ ხათუნა სამნიძემ განაცხადა, რომ ოპოზიციის რიგებში არიან ადამიანები, რომლებიც ევროპელ პარტნიორებთან დახურულ კარს მიღმა საუბრობენ იმაზე, რომ საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღება უნდა გადავადდეს.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები