ზურაბ ჭიაბერაშვილი - ყველა გამოკითხვა აჩვენებს, რომ ჩვენი მოსახლეობის დიდ უმრავლესობას უნდა ცვლილება

ყველა გამოკითხვა აჩვენებს, რომ ჩვენი მოსახლეობის დიდ უმრავლესობას უნდა ცვლილება. დღეს აქ საზოგადოება შეიკრიბა იმისთვის, რომ კიდევ ერთხელ დააფიქსიროს  რომ დასავლეთი არის საქართველოს ურყევი პარტნიორი, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის“ საგარეო მიმართულების მდივანმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა უსაფრთხოების კონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, იმისთვის, რომ არჩევნებზე ქართველი ხალხის ნება გამოიხატოს, არჩევნები უნდა ჩატარდეს თავისუფლად და სამართლიანად.

"2024 წელი ცვლილების წელიწადია. ყველა გამოკითხვა აჩვენებს, რომ ჩვენი მოსახლეობის დიდ უმრავლესობას უნდა ცვლილება. უნდა, რომ იხილოს ახალი მთავრობა, რადგან კარგად ვხედავთ, რომ „ქართული ოცნება“ არ პასუხობს იმ ძირეულ პრობლემებს, რაც ჩვენს მოქალაქეებს აქვთ, ეს არის სიღარიბე, ფასების ზრდა, უმუშევრობა, ამიტომაა, რომ ხალხი ქვეყნიდან გარბის. 

იმისთვის, რომ არჩევნებზე ქართველი ხალხის ნება გამოიხატოს, არჩევნები უნდა ჩატარდეს თავისუფლად და სამართლიანად. დღეს აქ საზოგადოება, უპირველესად, შეიკრიბა იმისთვის, რომ კიდევ ერთხელ, მსოფლიოში მიმდინარე მოვლენების ფონზე დააფიქსიროს  რომ დასავლეთი არის საქართველოს ურყევი პარტნიორი. მეორე, რომ დაეხმაროს ქართველ ხალხს არჩევნები ჩაატარონ ისე, რომ არჩევნებზე დაფიქსირდეს ქართველი ხალხის ნება, შეიცვალოს მთავრობა და პოლიტიკური ცვლილების შემდეგ, უკეთესობისკენ შეიცვალოს ჩვენი მოქალაქეების ცხოვრება", - განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.

თბილისში უსაფრთხოების კონფერენცია მიმდინარეობს. რონდელის ფონდის ყოველწლიურ ღონისძიებაზე მთავრობების, ანალიტიკური ცენტრების, საგანმანათლებლო ინსტიტუციებისა და მედიის წარმომადგენლები საერთაშორისო წესრიგში არსებულ საკითხებს განიხილავენ. კონფერენციას ქართველი და უცხოელი ექსპერტები, არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები და ელჩები ესწრებიან.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები