ნათია ბახტაძის მკვლელობის ფაქტზე ოჩამჩირეში მცხოვრები 25 წლის მამაკაცი დააკავეს

დროებით ოკუპირებული გალის ე.წ. პროკურატურამ ნათია ბახტაძის მკვლელობაში ეჭვმიტანილი, ოჩამჩირეში მცხოვრებ აინარ ცვიჟბას წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა.

გავრცელებული ინფორმაციით, 28 წლის ბახტაძე 28 ივლისს გალში ავტომობილ Lexus GX 470-ის სალონში მოკლეს.

ე.წ. პროკურატურის ინფორმაციით, 25 წლის ცვიჟბამ აღიარა ჩადენილი საქციელი და განაცხადა, რომ მოკლული ქალის ცხედარი მდინარე ენგურზე, წყალსაცავში ჩააგდო. ცხედარი ჯერ არ არის ნაპოვნი.

ნათია ბახტაძის ცხედრის პოვნის შესახებ ინფორმაცია 2 აგვისტოს გავრცელდა, თუმცა მისმა დედამ ახალგაზრდა ქალის მკვლელობა უარყო.

უახლესი ამბები