მედვედევი - როგორც 2008 წლის აგვისტოში, ჩვენი მტრები განადგურდებიან და რუსეთი მშვიდობას თავისი პირობებით მიაღწევს

რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომის 15 წლისთავზე რუსეთის მაშინდელი პრეზიდენტი დიმიტრი მედვედევი, რომელიც ახლა  უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილეა, აცხადებს, რომ  2008 წელს "აშშ-ის და მის ვასალებს აშკარად არ ჰქონდათ გამოცდილება".

"ზუსტად 15 წლის წინ რუსეთმა მტკიცედ უპასუხა ცხინვალზე განხორციელებულ საზარელ თავდასხმას, აგრესორი მკაცრად უკუაგდო. უტვინო სააკაშვილის უკან იდგა კოლექტიური დასავლეთი, რომელიც მაშინაც ცდილობდა სიტუაციის გაღვივებას რუსეთის საზღვრების უშუალო სიახლოვეს.

ჩვენმა შეიარაღებულმა ძალებმა ხუთ დღეში სწრაფად და სასტიკად დასაჯეს თავხედი ნაციონალისტები. ჩვენ დავიცვათ მტრისგან ჩვენი ხალხი, რომელიც აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში ცხოვრობდა. მათ ახალ სახელმწიფოებს რუსეთის მხარდაჭერით განვითარების შესაძლებლობა მიეცათ.

შეერთებულ შტატებსა და მის ვასალებს მაშინ აშკარად არ ჰქონდათ საკმარისი გამოცდილება. დღეს ისევ არასწორი ხელებით აწარმოებენ კრიმინალურ ომს და ცდილობენ რუსეთის პირისაგან მიწისა წაშლას.

ჩვენს წინააღმდეგ ღიად იბრძვის პრაქტიკულად ნატოს მთელი სისტემა. ჩვენ გვაქვს საკმარისი ძალები სპეციალური სამხედრო ოპერაციის ყველა ამოცანის გადასაჭრელად. როგორც 2008 წლის აგვისტოში, ჩვენი მტრები განადგურდებიან და რუსეთი მშვიდობას თავისი პირობებით მიაღწევს. გამარჯვება ჩვენი იქნება!" - წერს მედვედევი, რომელმაც 2008 წლის 26 აგვისტოს აფხაზეთის და ე.წ. სამხრეთ ოსეთის "დამოუკიდებლობა" გამოაცხადა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები