გიგი კუბლაშვილი - დასავლეთის რეაქცია უნდა იყოს ძალიან მკაცრი და რაც მთავარია, შედეგზე ორიენტირებული

აქ საუბარია ქართველი ხალხის შანტაჟზე, თუ ჩვენ ამ შანტაჟს დავექვემდებარებით, მაშინ ისინი გააგრძელებენ ამ მოქმედებას, - ამის შესახებ "საქართველოს დიპლომატთა კლუბის" წევრმა გიგი კუბლაშვილმა რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის დიმიტრი მედვედევის განცხადების კომენტირებისას აღნიშნა.

"რუსული მხარე ემზადება ამ მოქმედებებისთვის, ის გადადგამს ამ ნაბიჯებს და ეს რა თქმა უნდა, დაკავშირებულია იმასთან, რომ ივანიშვილის ხელისუფლება და პუტინის ხელისუფლება არის პრაქტიკულად ერთი და იგივე. ივანიშვილის ხელისუფლება არის პუტინის ხელისუფლების გაგრძელება. აქ საუბარია ქართველი ხალხის შანტაჟზე, თუ ჩვენ ამ შანტაჟს დავექვემდებარებით, მაშინ ისინი გააგრძელებენ ამ მოქმედებას. შანტაჟში იგულისხმება ოკუპირებული ტერიტორიების ვითომ მიერთებების მცდელობა. ამიტომ, მე ვფიქრობ, რომ დასავლეთის რეაქცია უნდა იყოს ძალიან, ძალიან მკაცრი და რაც მთავარია, ის უნდა იყოს შედეგზე ორიენტირებული", - განაცხადა კუბლაშვილმა.

მედვედევი აცხადებს, რომ "აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში რუსეთთან შეერთების იდეა კვლავ პოპულარულია და ის შეიძლება განხორციელდეს, თუ ამის საფუძვლიანი მიზეზები იარსებებს".

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები