მედვედევი - აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში რუსეთთან შეერთების იდეა კვლავ პოპულარულია და ის შეიძლება განხორციელდეს

რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრი მედვედევი საქართველოში 15 წლის წინ განვითარებული მოვლენების თავის ვერსიას ჰყვება. რუსული მედიის მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში მედვედევი აცხადებს, რომ ომი არ იქნებოდა "რომ არა სააკაშვილისა და მის მხარდამჭერთა დანაშაულებრივი საქციელი“.

მედვედევი ამტკიცებს, რომ საქართველოს ექსპრეზიდენტი "დასავლეთისთვის იდეალური "ხელთათმანი" აღმოჩნდა, რომელშიც საკუთარი თითების კვალის დატოვების გარეშე, დაუსჯელად შეიძლება ნებისმიერი სისასტიკის გაკეთება".

"საბოლოოდ, დასავლეთმა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი, მაგრამ აუცილებელი გაკვეთილი უნდა ისწავლოს. 2008 წელს შევაჩერეთ თბილისზე თავდასხმა, როდესაც მოვახერხეთ წარმოშობილი საფრთხეების აღმოფხვრა და უსაფრთხოების გარანტია. მაგრამ ახლა ვითარება კვლავ აქტიურად იძაბება, როგორც ჩანს, უკრაინის ფლანგთან ერთად ჩვენს საზღვრებთან დაძაბულობის კიდევ ერთი კერა უნდა შეიქმნას. ისევ მიდის საუბარი ნატოში საქართველოს შესაძლო გაწევრიანებაზე. თითქოს ბრძანებით დაიწყო ამ ქვეყანაში რუსოფობიის აფეთქებები", - აცხადებს მედვედევი.

მედვედევი წერს, რომ მოსკოვს არ სჭირდება 2008 წლის ისტორიის გამეორება, კრემლი მზადაა პრობლემები გადაჭრას მოლაპარაკების მაგიდასთან გაეროს წესდების სულისკვეთებით.

"მაგრამ, თუ ჩვენს საზრუნავს რეალური მონახაზი აქვს, ჩვენ არ მოგვერიდება. აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში რუსეთთან შეერთების იდეა კვლავ პოპულარულია და ის შეიძლება განხორციელდეს, თუ ამის საფუძვლიანი მიზეზები იარსებებს. დასავლეთისთვის მოვლენების ეს შემობრუნება იქნება კიდევ ერთი სამარცხვინო ფიასკო და გავლენის კატასტროფული დაკარგვის კიდევ ერთი სიმბოლო გახდება  ისტორია კი სასტიკად სჯის ყველას, ვინც უგულებელყოფს მის გაკვეთილებს", - აცხადებს მედვედევი.

მედვედევმა აფხაზეთის და ე.წ. სამხრეთ ოსეთის "დამოუკიდებლობა" 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ, 26 აგვისტოს გამოაცხადა, დიდი მცდელობის მიუხედავად, რუსეთის მაგალითს მხოლოდ ნიკარაგუამ, ვენესუელამ, სირიამ და ნაურუმ მიჰბაძეს. საქართველო და ქვეყნის საერთაშორისო პარტნიორები აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთს რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებად მიიჩნევენ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები