ეროვნული გვარდია - ლეგენდარული "აზოვი" აღდგენილია და უკვე საბრძოლო მისიებს ასრულებს

აზოვის სპეცდანიშნულების ბრიგადამ უკვე აღიდგინა ძალები და ლუგანსკის ოლქში საბრძოლო დავალებებს ასრულებს, -  ამის შესახებ ბრიფინგზე ეროვნული წარმომადგენელმა, პოლკოვნიკმა ნიკოლაი ურშალოვიჩმა განაცხადა.

"ლეგენდარულმა სპეცდანიშნულების ბრიგადამ "აზოვმა" განაახლა და დაიწყო საბრძოლო მისიების შესრულება“, - აღნიშნა მან.

მისივე თქმით, "აზოვის" ჯარისკაცები საიმედოდ იკავებენ თავიანთ პოზიციებს და მტრის გამანადგურებელ ზარალს აყენებენ.

2022 წლის მარტის დასაწყისში, როდესაც რუსმა ოკუპანტებმა მარიუპოლი ალყაში მოაქციეს, "აზოველები" "აზოვსტალის" ტერიტორიაზე გადავიდნენ, სადაც ორ თვეზე მეტი მუდმივი დაბომბვისა და საარტილერიო დარტყმების ქვეშ იმყოფებოდნენ.

მაისის შუა რიცხვებში მეთაურებმა მიიღეს ბრძანება, დაეტოვებინათ "აზოვსტალი", რათა გადაერჩინათ უკრაინელი დამცველები. სამხედროები და სამოქალაქო პირები ქარხნის ტერიტორიას 5 დღის განმავლობაში ეტაპობრივად ტოვებდნენ. ისინი რუსების ტყვეობაში აღმოჩნდნენ.

2022 წლის 22 სექტემბერს უკრაინამ რუსული ტყვეობიდან 215 ჯარისკაცი დააბრუნა, საიდანაც 108 "აზოვის" მებრძოლი იყო. მათი ტყვეობიდან გათავისუფლება ეტაპობრივად მოხდა. ნაწილი ოკუპანტების მიერ მოწყობილი ტერაქტის შედეგად დაიღუპა. ამასთან, თურქეთის შუამავლობით ტყვეობიდან ხუთი მეთაურიც გაათავისუფლეს, თუმცა ისინი ომის დასრულებამდე თურქეთში უნდა დარჩენილიყვნენ.

მიმდინარე წლის 8 ივლისს ცნობილი გახდა, რომ თურქეთიდან უკრაინაში ხუთივე მეთაური დაბრუნდა - დენის პროკოპენკო "რედისი" - "აზოვის" მეთაური; სერგეი ვოლინსკი "ვოლინა" - 36-ე ცალკეული საზღვაო ბრიგადის მეთაური; სვიატოსლავ პალამარი "კალინა" - "აზოვის" მეთაურის მოადგილე; ოლეგ ხომენკო - უკრაინის ეროვნული გვარდიის მაიორი; დენის შლეგა - უკრაინის ეროვნული გვარდიის პოლკოვნიკი.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები