სლუცკიმ მედვედჩუკის "აზოვსტალის“ მებრძოლებზე გაცვლის შესახებ საკუთარი განცხადება უარყო

რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატმა ლეონიდ სლუცკიმ ვიქტორ მედვედჩუკის „აზოვსტალის“ მებრძოლებზე გაცვლის შესაძლებლობის შესახებ საკუთარი განცხადება უარყო. სლუცკი აცხადებს, რომ მას „არასწორად გაუგეს“.

როგორც სლუცკიმ აღნიშნა, მისი აზრი "აზოვის" მებრძოლების შესახებ არ შეცვლილა და ისინი კი არ უნდა გაცვალონ, არამედ „ტრიბუნალს უნდა გადასცენ“.

"მედვედჩუკთან დაკავშირებით, დარწმუნებული ვარ, რომ მათ, ვისაც შესაბამისი კომპეტენცია აქვს, უნდა იმსჯელოს ამ საკითხებზე. ფაქტიურად, ეს ითქვა პრესკონფერენციაზე. არც მეტი, არც ნაკლები. ყველა ის ინტერპრეტაცია, რაც ახლა ხდება, უსაფუძვლოა“, - განაცხადა სლუცკიმ.

ცოტა ხნით ადრე მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ოკუპირებულ დონეცკში ყოფნისას სლუცკიმ თქვა, რომ რუსეთი ვიქტორ მედვედჩუკის "აზოველებში“ გაცვლის შესაძლებლობას შეისწავლის.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები