სტიქიამ ახმეტის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელი დააზარალა

სტიქიამ ახმეტის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელი  დააზარალა.

მაღრაანში, ფიჩხოვანსა და არგოხში ძლიერმა ქარმა და სეტყვამ სასოფლო სამეურნეო ფართობები, ვენახები და საკარმიდამო ნაკვეთები დააზიანა. ქარმა წააქცია ელექტროგადამცემი ბოძები და მოგლიჯა ხეები.

"ქარიშხალი იყო თავისი სეტყვით, რამაც დიდი ზიანი მიაყენა სოფელს. ვენახები, ფაქტობრივად, 100%-ით განადგურებულია იმ მონაკვეთში, სადაც ეს სტიქია მოხდა. ასევე, დაგლიჯა 100-წლოვანი ხეები, ელექტროგადამცემი ხაზების ბოძებია წაქცეული და დამტვრეული, სახლებს სახურავებს გადახადა და ასევე, საჯარო სკოლასაც გადახდილი აქვს ნაწილობრივ სახურავი. ზარალის შეფასება დილიდან დაიწყება", - აცხადებს ახმეტის მერი ალექსი ფიცხელაური.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები