ირაკლი ეძგვერაძე - დღეს მაქვს სასამართლოში გამოკითხვა, სადაც არ ვაპირებ მისვლას, არ ვაპირებ ამ ფარსში მონაწილეობის მიღებას

22 სექტემბერს გლდანში, ჩემს კერძო საკუთრებაში მომხდარი თავდასხმა იყო სუსის და ხელისუფლების სისხლიანი სპეცოპერაცია, პოლიტიკური ანგარიშსწორება და 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ მოსახლეობის დაშინება, – ამის შესახებ თბილისის საკრებულოს დეპუტატმა „ნაციონალური მოძრაობიდან“ ირაკლი ეძგვერაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

ეძგვერაძე სასამართლოს უნდობლობას უცხადებს და აცხადებს, რომ არ აპირებს საგამოძიებო უწყებებსა და სასამართლოსთან თანამშრომლობას.

"შეუძლებელია, 50-მდე ადამიანი დღისით, მზისით აწყობდეს მსგავსს შეიარაღებულ თავდასხმას, რომელიც დაახლოებით 20 წუთი გრძელდება და ადგილზე მთელი ამ ხნის განმავლობაში არ ჩნდებოდეს სამართალდამცავი უწყების არცერთი თანამშრომელი. ამის გაგრძელებაა დანაშაულის არაეფექტური გამოძიება. გავიდა ორ კვირაზე მეტი და 50 ადამიანიდან დაკავებულია მხოლოდ ექვსი, მიუხედავად იმისა, რომ არსებობს ვიდეომასალა. დანაშაულის გამოძიების ნაცვლად, შინაგან საქმეთა სამინისტრო ჩემს მეზობლებსა თუ ოჯახის წევრებზე ზეწოლით არის დაკავებული. შესაბამისად, მაქვს სრული უნდობლობა როგორც საგამოძიებო სტრუქტურების, ისე დასანქცირებული სასამართლოს მიმართ. ამ პირობებში მაქვს განცდა, რომ ჩემი ნებისმიერი ჩვენება, შესაძლოა, გამოყენებული იყოს ჩემ წინააღმდეგ. სრულყოფილი გამოძიების ჩატარება ჩემი ჩვენების გარეშეც არის შესაძლებელი. შესაბამისად, ვაპირებ, საქართველოს კონსტიტუციით ჩემთვის მონიჭებული უფლებით, არ მივცე ჩვენება, არ ვითანამშრომლო პოლიტიკურ პროკურატურასთან, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან და დასანქცირებულ სასამართლოსთან რაიმე ფორმით. დღეს მაქვს სასამართლოში გამოკითხვა, სადაც არ ვაპირებ მისვლას, არ ვაპირებ ამ ფარსში მონაწილეობის მიღებას“, – განაცხადა ირაკლი ეძგვერაძემ.

უახლესი ამბები