ირაკლი ღარიბაშვილი ფინეთის პრემიერ-მინისტრ პეტერი ორპოს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ესპანეთის სამეფოში  ვიზიტის ფარგლებში ფინეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს პეტერი ორპოს შეხვდა.

შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საქართველოს ევროპულ ინტეგრაციაზე და ამ პროცესში ფინეთის მხარდაჭერის მნიშვნელობას გაესვა ხაზი; განიხილეს ის ნაბიჯები, რასაც საქართველო ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე დგამს, მათ შორის − საქართველოს მიერ ევროკავშირის 12 რეკომენდაციის შესრულების დინამიკა. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, საქართველო იმსახურებს კანდიდატის სტატუსს და წლის ბოლოს ჩვენი ქვეყანა ევროკავშირისგან პოზიტიური გადაწყვეტილების მოლოდინშია.

ირაკლი ღარიბაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ საქართველოს ექნება ფინეთის რესპუბლიკის მტკიცე პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერა, რაც დაეხმარება საქართველოს, ევროკავშირში გაწევრიანების შემდეგ ეტაპზე გადავიდეს.

ყურადღება გამახვილდა ორ ქვეყანას შორის არსებულ მეგობრულ და პარტნიორულ ურთიერთობებზე სხვადასხვა სფეროში; განიხილეს, თუ რა კონკრეტული ნაბიჯების გადადგმაა შესაძლებელი საქართველოსა და ფინეთს შორის სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების კიდევ უფრო გაღმრავების მიზნით.

ირაკლი ღარიბაშვილმა პეტერი ორპოს მადლობა გადაუხადა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის. ხაზგასმით აღინიშნა ორი ქვეყნის ნაყოფიერი თანამშრომლობა საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში.

ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

უახლესი ამბები