ფინეთის პრემიერი - ჩვენ მხარს დავუჭერთ უკრაინას მანამ, სანამ საჭირო იქნება

უკრაინა ნატო-ს წევრი რომ ყოფილიყო, რუსეთი მის წინააღმდეგ ომს არ დაიწყებდა, - ამის შესახებ ფინეთის პრემიერ-მინისტრმა სანა მარინიმ დავოსში, მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე გამოსვლისას განაცხადა.

"ჩვენ უნდა გადავხედოთ ისტორიას და დავუსვათ ჩვენს თავს კითხვა – უნდა იყოს უკრაინა უკვე ნატო-ს წევრი?! ჩვენ გვინდა ნატო-ში გაწევრიანება, რათა ფინეთში არასდროს იყოს ომი“, – განაცხადა მარინიმ.

მისივე თქმით, 2014 წელს, რუსეთი ყირიმს როდესაც დაესხა თავს, ევროპას და მოკავშირეებს უფრო ძლიერად უნდა ემოქმედათ. 

ფინეთის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ახლა ერთადერთი გზავნილი უნდა იყოს, რომ ევროპა უკრაინას დაეხმარება, ვიდრე ეს საჭირო იქნება.

"ვფიქრობ, ერთადერთი გზავნილი, რომელიც უნდა გავაგზავნოთ, არის ის, რომ ჩვენ მხარს დავუჭერთ უკრაინას მანამ, სანამ საჭირო იქნება. ერთი წელი, ორი წელი, ხუთი წელი, 10 წელი, 15 წელი“, - აღნიშნა ფინეთის პრემიერ-მინისტრმა.

უახლესი ამბები