ელინა ვალტონენი - ფინეთი რასაკვირველია, არის საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის მტკიცე მხარდამჭერი

"ფინეთი, რასაკვირველია, არის საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის მტკიცე მხარდამჭერი. ჩვენ ასევე მხარს ვუჭერთ ქვეყანაში გატარებულ რეფორმებს და მოხარული ვართ, რომ საქართველომ აირჩია ღირებულებებზე დაფუძნებული მომავალი, ადამიანის უფლებები და სამართლის უზენაესობა,“ - განაცხადა ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ელინა ვალტონენმა ქართველ კოლეგასთან ილია დარჩიაშვილთან შეხვედრის შემდეგ.

ფინეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, საქართველოსა და ფინეთს ძალიან ძლიერი პარტნიორობა აკავშირებთ, რომლის გაღრმავებისთვის კარგი შესაძლებლობები არსებობს.

თავის მხრივ, ილია დარჩიაშვილმა ელინა ვალტონენს მადლობა გადაუხადა მასპინძლობისა და მხარდაჭერისთვის.

"არაერთხელ აღვნიშნეთ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ფინეთის ურყევი მხარდაჭერა, ასევე თქვენი მუდმივი ჩართულობა და გვერდში დგომა საქართველოს ევროინტეგრაციისთვის, ამისთვის ქართველები ძალიან მადლიერები ვართ“, - განაცხადა დარჩიაშვილმა.

მან განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა საქართველოს მიერ ევროინტეგრაციის გზაზე მიღწეულ პროგრესსა და სამომავლო გეგმებზე.

"საქართველომ მიაღწია ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ეტაპს -  მოიპოვა კანდიდატის სტატუსი. ჩვენთვის შემდეგი ნაბიჯი იქნება თქვენთან და ბრიუსელთან მჭიდრო თანამშრომლობა, რათა გადავიდეთ მომდევნო მნიშვნელოვან ეტაპზე: გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყებაზე.

კიდევ ერთხელ მინდა გამოვხატო ჩემი მადლიერება საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტების, ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის  მხარდაჭერისთვის. საქართველო არის ფინეთის სანდო პარტნიორი შავი ზღვის რეგიონში და ვიმედოვნებ რომ დღეს გამართული საინტერესო დიალოგები ხელს შეუწყობს  ორმხრივი ურთიერთობებში ახალი ეტაპის დაწყებას“, - განაცხადა მინისტრმა.

ილია დარჩიაშვილმა ფინელი კოლეგა საქართველოში ვიზიტით მოიწვია.

უახლესი ამბები