ირაკლი ეძგვერაძე - შეჩერდნენ, გონს მოეგონ, დაადგინონ ეს პიროვნებები ვინ არიან და აგებინონ პასუხი

სახლში, სადაც იმყოფებოდნენ ჩემი არასრულწლოვანი შვილები, მიუგზავნეს ვიღაც ზონდერები და მათ დაშინებას გაუგონარი სიტყვებით შეეცადნენ. ეს არის მიზანმიმართული პროვოკაცია იმისათვის, რომ ხალხში გამოიწვიონ დაპირისპირება, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ირაკლი ეძგვერაძემ ბრიფინგზე განაცხადა. 

მისი თქმით, ის უცნობი მოქალაქეები, რომლებიც მის სახლში მივიდნენ, უნდა ამოიცნოს ხელისუფლებამ და პასუხი აგებინოს.

"ყველა ვხედავთ, რა ხდება ქვეყანაში, რა ენით აღუწერელ სისასტიკეს ჩადის "რუსული ოცნება", როგორ არბევენ მომიტინგეებს, გაზით, ტყვიებით, წყლის ჭავლით, როგორ უსწორდებიან უბრალო მოქალაქეებს, როგორ სასტიკად გაუსწორდნენ ლევან ხაბეიშვილს. მათ იკადრეს ისიც, რომ აღდგომა დღეს, ჩემთან სახლში, სადაც იმყოფებოდნენ ჩემი არასრულწლოვანი შვილები, მიუგზავნეს ვიღაც ზონდერები და მათ დაშინებას გაუგონარი სიტყვებით შეეცადნენ. ეს არის მიზანმიმართული პროვოკაცია იმისათვის, რომ ხალხში გამოიწვიონ დაპირისპირება და მე მივმართავ მათ - შეჩერდნენ, გონს მოეგონ, დაადგინონ ეს პიროვნებები ვინ არიან და აგებინონ პასუხი. ეს არის ჩემი ოჯახის, მეგობრების, ქართველი ერის დაშინების მცდელობა, მაგრამ იცოდეთ, მე პირადად, ჩემი სიცოცხლით ვაგებ პასუხს და შეგასკდებით ბოლომდე, არ დაგითმობთ არცერთ ნაბიჯს", - განაცხადა ირაკლი ეძგვერაძემ.

უახლესი ამბები