სერგეი შამბა - აფხაზეთი რუსული სამყაროს ნაწილია

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. უშიშროების საბჭოს მდივნის სერგეი შამბა ამტკიცებს, რომ "აფხაზეთი რუსული სამყაროს ნაწილია".

"ჩვენ (რუსეთთან) ისეთი ურთიერთობა გვაქვს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი საბჭოთა საზოგადოება დაინგრა, გრძნობები მაინც არსებობს. აფხაზური საზოგადოება კი რუსულ სამყაროსთან არის მორგებული და მონაწილეობს რუსული სამყაროს შექმნაში. ჩვენ გვინდა ვიყოთ და ვართ ამ სამყაროს ნაწილი“, - განაცხადა შამბამ მოსკოვის სოხუმის სახლში მრგვალი მაგიდის - "აფხაზეთისა და რუსეთის კულტურული და სოციალური სივრცე“ დროს.

მისივე თქმით, რუსული ენის წყალობით, აფხაზეთმა მსოფლიო კულტურა გაიცნო. 

"უნდა ითქვას, რომ რუსულმა საზოგადოებამ აითვისა მრავალი ტრადიცია და კულტურული ელემენტი. და ეს გამდიდრება ორმხრივი იყო. დიდებულმა რუსულმა კულტურამ რა თქმა უნდა, დიდი გავლენა იქონია ბევრი ერზე რუსული იმპერიისა და საბჭოთა კავშირის დროში. აფხაზეთი მუდმივად იპყრობდა რუსი შემოქმედებითი ინტელიგენციის, მწერლების, მხატვრებისა და სხვების ყურადღებას", - აცხადებს შამბა.

მანამდე ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრმა ინალ არძინბამ განაცხადა, რომ "რუსეთთან შესაძლო ურთიერთობების ხელსაყრელი ფორმა შეიძლება იყოს ასოცირებული სახელმწიფოს მოდელი: დამოუკიდებლობის შენარჩუნებით აფხაზეთი მზადაა ააშენოს თავისი საგარეო და თავდაცვის პოლიტიკა, მათ შორის საზღვრის უსაფრთხოება რუსეთთან ერთად“. ე.წ. მინისტრის განცხადებებმა ოკუპირებულ აფხაზეთში საზოგადოებრივი რეზონანსი გამოიწვია.

უახლესი ამბები