საბავშვო ევროვიზია 2023-ის გამარჯვებული საფრანგეთი გახდა

საბავშვო ევროვიზია 2023-ის გამარჯვებული 228 ქულით საფრანგეთის წარმომადგენელი Zoé Clauzure გახდა.

მაყურებლისა და ჟიურის გადაწყვეტილებით, საქართველო 74 ქულით მე-14 ადგილზე გავიდა.

საქართველომ ქულები შემდეგი ქვეყნის ჟიურისგან მიიღო: ესპანეთისგან – 5 ქულა, ირლანდიისგან – 3 ქულა, სომხეთისგან – 4 ქულა, პორტუგალიისგან – 5 ქულა, იტალიისგან – 3 ქულა, ხოლო გერმანიისგან 1 ქულა. ონლაინ ხმებით კი, საქართველომ 53 ქულა მიიღო.

ანასტასია, ოთო და ნიკოლოზი მაყურებლის წინაშე წარდგნენ სიმღერით Over The Sky, რომელიც ბეთხომ და მებო ნუცუბიძემ დაწერეს.

საბავშვო ევროვიზია 2023 საფრანგეთის ქალაქ ნიცაში გაიმართა, რომლის მთავარი სლოგანიც Heros | გმირები იყო.