ბაჩო დოლიძე - იქნება პოლიტიკური პარტია, სადაც ჩვენ ძალიან ბევრ ახალ სახეს ვიხილავთ, ასევე იქნებიან გამოცდილი პოლიტიკოსები

ვტოვებ "ნაციონალურ მოძრაობას", რადგან ახალი მოძრაობის დროა, - ამის შესახებ ბაჩო დოლიძემ განაცხადა.

"წარსულის კარგად გააზრების შემდეგ ახლებურად ჩამოყალიბებულ აზრს, ახალ სიტყვას და ამომრჩეველთან ახალ შეთავაზებას შეუძლია ამ ქვეყნის იმ კრიზისიდან გამოყვანა, რომელშიც ბოლო პერიოდის განმავლობაში განსაკუთრებით პოლარიზებულმა საზოგადოებამ ნამდვილად ითამაშა თავისი როლი.

შეიქმნება ახალი პლატფორმა, საიდანაც ახალი პოლიტიკის, განსხვავებული და სუფთა პოლიტიკის კეთება იქნება შესაძლებელი. ახალი ხალხის ახალი ხედვა და პოლიტიკოსების დაგროვებული გამოცდილება მოგვიტანს შედეგს, რომელსაც ჩვენ აუცილებლად მივიღებთ. ეს შედეგი იქნება ახალი, ეკონომიკურად მდგრადი, დეპოლარიზებული საქართველო. იქნება პოლიტიკური პარტია, სადაც ჩვენ ძალიან ბევრ ახალ სახეს ვიხილავთ, ასევე იქნებიან გამოცდილი პოლიტიკოსები.

არცერთ პოლიტიკურ პარტიასთან შერწყმას არ ვაპირებთ. ჩვენ გვექნება ჩვენებური ხედვა, შესაბამისად, ჩვენს საზოგადოებას სრულიად ახალ პოლიტიკას შევთავაზებთ. 2024 წლის არჩევნებისთვის ეს პოლიტიკური ძალა იქნება ბრძოლის ავანგარდში. ტექნიკურ დეტალებს რაც შეეხება, საუბარია ყრილობაზე და მსგავსი საკითხების შესახებ უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი. მთელი წლის განმავლობაში ვხედავთ რადიკალურ ცვლილებას ჩვენსა და პარტიის ახალ მენეჯმენტს შორის, ვერ გამოიძებნა საერთო ენა, შესაბამისად, სხვა დამოკიდებულება და ხედვა გვაქვს. სამწუხაროდ, „ნაციონალური მოძრაობის“ ახალი მენეჯმენტის პირობებში ეს ყველაფერი შეუძლებელია“, – განაცხადა დოლიძემ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები