გიორგი მარგველაშვილი - არ მივალ ასეთი დაპატიჟების მერე, რაც შეეხება ხელმოწერას, დაველოდები, რომ სააკაშვილმა მოაწეროს ხელი

საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი აცხადებს, რომ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიწვევას ორბელიანების სასახლეში არ იღებს.

"პირველ რიგში გამიკვირდა, როდესაც პრეზიდენტი ლაპარაკობს და პრეზიდენტებს არ ახსენებს და პრემიერ მინისტრებით შემოიფარგლება მარტო თავის საჯარო განცხადებაში. მეორე - ვუთხარი ადმინისტრაციას, რომ ასეთ პეტიციას მოვაწერ მარტო ისეთ შემთხვევაში ხელს, თუ იქნება სააკაშვილის ხელმოწერა. მე პრეზიდენტის ინსტიტუტს პატივს ვცემ. ძალიან იოლად გაკეთებადია, შეუძლიათ, შეიტანონ და მოაწერინონ სააკაშვილს ხელი.

მე ყოველთვის გამოვხატავდი პატივისცემას ქალბატონი სალომეს, როგორც პრეზიდენტის მიმართ. მე მიმაჩნია, რომ პრეზიდენტმა პრეზიდენტი უნდა ახსენოს. ცოტა კომიკურია, რომ სააკაშვილის ხელმოწერა არ იყოს იქ და ჩემი ხელმოწერა არ იყოს. პრეზიდენტმა ეს უნდა უზრუნველყოს. მისვლით ნამდვილად არ მივალ ასეთი დაპატიჟების მერე. ერთი ვარ საქართველოში, რომელიც ცოცხალია, გარეთ არის და საქართველოშია. რაც შეეხება ხელმოწერას, დაველოდები, რომ სააკაშვილმა მოაწეროს ხელი და მიმაჩნია, რომ ასეთი პეტიცია სააკაშვილის და ჩემი ხელმოწერის გარეშე კითხვის ნიშნებს გააჩენს", - აცხადებს გიორგი მარგველაშვილი "ფორმულასთან".

სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ევროკავშირის სტატუსთან დაკავშირებით ევროკომისიის დასკვნამდე 2 დღით ადრე, 13 დეკემბერს კამპანიის "ჩვენი ხმა ევროპას" ფარგლებში შეგროვებულ ხელმოწერებს ადმინისტრაციაში შეხვედრაზე დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს გადასცემს.

ევროკავშირის ქვეყნებში მცხოვრები ქართული დიასპორის წარმომადგენლებთან ონლაინ შეხვედრის დროს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ღონისძიების დახურვის ცერემონიაზე საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებიც მიიწვია, მათ შორის, მოქმედი და ყოფილი პრემიერები, მინისტრები.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები