გიორგი მარგველაშვილი - ჩვენ ან ამ მუხტს ვიწყებთ და ვამთავრებთ არჩევნებზე მოგებით, ან არა და ვაღრმავებთ საბჭოთა საქართველოს რეალობას

ჩვენ ვართ საბჭოთა საქართველოში, ფაქტობრივად, მოსკოვიდან, მოსკოვური იდეოლოგიით, კალკით იმართება ყველაფერი, - ამის შესახებ საქართველოს მეოთხე პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, საბჭოთა ეპოქიდან თავის დასაღწევად საჭიროა სწორად გააზრება იმისა, თუ სად ვდგავართ და სად გვინდა ყოფნა.

"ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რა ტიპის ბრძოლაში ვართ ახლა. წლებია, ვამბობ, რომ ფაქტობრივად, ჩვენ ვართ ეროვნული მოძრაობის ეტაპზე ჩვენი სახელმწიფოებრიობის მოპოვების თვალსაზრისით. 

ჩვენ ვართ საბჭოთა საქართველოში. ფაქტობრივად, მოსკოვიდან, მოსკოვური იდეოლოგიით, კალკით იმართება ყველაფერი. ახლა მთავარია ამის სწორად გააზრება იმისათვის, რომ დავიბრუნოთ ჩვენი ისტორიული მისია, ვიყოთ ევროპის და ცივილიზებულ ერთა ნაწილი და რაღაცნაირად მოვშორდეთ რუსულ ორბიტას.  

ჩვენ ან ამ მუხტს ვიწყებთ და ვამთავრებთ არა საკომისიო მოსმენებში და კომიტეტებში, არამედ ვამთავრებთ არჩევნებზე მოგებით, ან არა და ჩვენ ვაღრმავებთ საბჭოთა საქართველოს რეალობას, ამისათვის კი საჭიროა, მაქსიმალური რადიკალიზაციისა და საკითხებისთვის თავისი სახელების დარქმევა. საჭირო არ არის ყოველთვის ქუჩა, ამიტომ ვამბობდი მე ყოველთვის, რომ მოდით, ადეკვატურები ვიყოთ, მთავარი თემაა ართანამშრომლობა და დაპირისპირება რეჟიმთან", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები