გიორგი მარგველაშვილი - თუ მუხტის დაგდების ტენდენცია წავა, არჩევნებზე "ქართულ ოცნებას" ექნება კონსტიტუციური უმრავლესობა

თუ მუხტის დაგდების ტენდენცია წავა, არჩევნებზე "ქართულ ოცნებას" ექნება კონსტიტუციური უმრავლესობა, ეს არის პოლიტიკის ანაბანა, - ამის შესახებ საქართველოს მეოთხე პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ახლა დროა, მეტი მობილიზების, წინააღმდეგ შემთხვევაში ოპოზიცია არჩევნებს წააგებს.

"მე არ მოველოდი, რომ მუხტს ასე მალე დააგდებდნენ და ეს ყველაფერი გადავიდოდა რაღაც მშვიდ ვითარებაში, მაშინ, როცა ეს მუხტი ასეთი აწეული იყო. მინდა, ხაზი გავუსვა, რომ ამ მუხტის დაგდება არის აბსოლუტურად დანაშაულებრივი და არჩევნებზე წაგების ტოლფასი. 

მე შარშან, რომ გამოვდიოდი ამ მოწოდებით, ოპოზიციის ლიდერები ისე თამამად და რიხიანად დამესხნენ თავს, ახლა დიალოგის დროაო, რომ გასაგები იყო ყველაფერი.  

დღეს შემიძლია გითხრათ, რომ თუ ამ მუხტის დაგდების ტენდენცია წავა არჩევნებზე, "ქართულ ოცნებას" ექნება კონსტიტუციური უმრავლესობა, ეს არის პოლიტიკის ანაბანა. ჩვენ ილუზიურ რეალობაში ვცხოვრობთ, თუ გვჯერა, რომ რამე სხვა მოხდება. იმასაც გეტყვით, რომ ჩვენი პარტნიორები სიმშვიდისკენ მოწოდებას შეეცდებიან", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა "ფორმულას" ეთერში.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები