ბათუმის ოთხი დიდი სავაჭრო ცენტრიდან მოქალაქეების ევაკუაცია განხორციელდა

ბათუმში, ოთხი სავაჭრო ცენტრიდან - “გრანდ მოლი”, “მეტრო სითი” “ბათუმი მოლი” და "პლაზა" მოქალაქეების ევაკუაცია განხორციელდა. თანამშრომლებს და იქ მყოფ მოქალაქეებს ტერიტორია 18:00 საათის შემდეგ პოლიციის მითითებით დაატოვებინეს.

მიზეზი ანონიმური შეტყობინება გახდა, რომ აღნიშნულ შენობებში ასაფეთქებელი მოწყობილობაა დამონტაჟებული.

სავარაუდოდ, შენობებში კინოლოგებიც მუშაობენ.

საგანგებო სიტუაციათა მართვის სამსახურში აცხადებენ, რომ უწყებაში შეტყობინება არ შესულა. რაც შეეხება შინაგან საქმეთა სამინისტროს, ​უწყებას ოფიციალური ინფორმაცია ჯერ არ გაუვრცელებია.

აღსანიშნავია, რომ გუშინ გამნაღმველები მუშაობდნენ ბათუმის აეროპორტშიც, სადაც სახიფათო ვითარების შესახებ შევიდა შეტყობინება, თუმცა განგაში ცრუ აღმოჩნდა.