გიორგი შარაშიძე - მოემზადეთ, კიდევ ბევრჯერ მოგიწევთ სიმართლის მოსმენა და თქვენს ცოდვებზე ხალხის წინაშე ბოდიშის მოხდა

საზოგადოებამ კიდევ ერთხელ იხილა "განაცებული ოცნების“ რეალური სახე - სიმართლის მოსმენის გამო სახედაკარგული „ოცნების“ უმრავლესობა, რომელიც სრულიად უწყინარ სიტუაციაში, როცა საკრებულოს ტრიბუნიდან მოვუწოდეთ, ბოდიში მაინც მოეხადათ თბილისელებისთვის იმ დისკომფორტისთვის, რაც წერეთლის გამზირის სამუშაოების გამო ბოლო ათი თვეა, ექმნებათ ჩვენს მოქალაქეებს, შეტევაზე გადმოვიდა და ნაცებისთვის დამახასიათებელი რადიკალური ფორმებით დაგვესხა თავს!, - ამის შესახებ პარტია "საქართველოსთვის" წევრებმა საკრებულოში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს.

"ჩემი მიმართვის საპასუხოდ ვიხილეთ საკრებულოს თავმჯდომარის სრულიად გაუგებარი, უმიზეზო და არამოტივირებული შეურაცხყოფა და სიტუაციის ხელოვნურად დაძაბვა, რასაც ოცნების უმრავლესობის მხრიდან მოჰყვა ორგანიზებული თავდასხმა ჩვენს გუნდზე.

მინდა მივმართო "ოცნებას" - ვისთანაც გაგსვლიათ, ისევ იმასთან გაგივიდეთ! ჩვენ - გახარიას გუნდი გავაგრძელებთ უკომპრომისო ბრძოლას კორუფციის წინააღმდეგ, რადგან მიგვაჩნია, რომ დღეს საქართველოს მსგავს ქვეყანაში კორუფციაში მონაწილეობა ქვეყნის ღალატის ტოლფასია და არ ვაპირებთ ქვეყნის ღალატი ვინმეს ვაპატიოთ.

მეგობრებო, მოემზადეთ, სიმართლე მწარეა! და  კიდევ ბევრჯერ მოგიწევთ ამ სიმართლის მოსმენა და თქვენს ცოდვებზე ხალხის წინაშე ბოდიშის მოხდა.

ჩვენი მთავარი მიზანია თქვენი ნამდვილი სახე დავანახოთ ხალხს, რაც დღეს ფაქტობრივად მოხდა. და ეს გავაკეთოთ ჩვენი გუნდისთვის შესაფერისი კომპეტენციითა და ღირსებით! 

აქვე გვინდა გამოვეხმაუროთ კეკელიძის ქუჩაზე განვითარებულ მოვლენებს და შევახსენოთ ოცნებას, რომ თქვენსა და ნაცებს შორის არათუ სხვაობა აღარ არის, არამედ ერთმანეთზე უარესები ხართ და დღევანდელი ოცნება სხვა არაფერია, თუ არა გაურკვეველი „ნეონაცური“ წარმონაქმნი, რომელიც ხელისუფლებაში ბოლო დღეებს ითვლის!" - განაცხადა გიორგი შარაშიძემ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები