"არავინ გაპატიებთ, ქვეყნისთვის მომავლის წართმევას და პასუხისმგებლობები იქნება პერსონალიზებული"

მოვუწოდებთ ყველა დეპუტატს პერსონალურად, მტერს დაარქვით მტერი და მოყვარეს მოყვარე! არავინ გაპატიებთ, ქვეყნისთვის მომავლის წართმევას და პასუხისმგებლობები იქნება პერსონალიზებული! - ამის შესახებ პარტია "საქართველოსთვის" წევრებმა პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს.

"მოვუწოდებთ ხელისუფლებას, [უკან] გაიწვიოს რუსული კანონი. არც ჩვენ და არც ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები არ დავუჭერთ მხარს კანონს, რომელიც ეწინააღმდეგება ეროვნულ ინტერესებს.

ჩვენი მხარს დავუჭერთ ერთადერთ კანონს, რომელიც აკმაყოფილებს საქართველოს ეროვნულ ინტერესებში შემავალ 2 პირობას:

პირველი: კანონი უნდა გვიცავდეს მტრებისგან, კონკრეტულად კი ოკუპანტი სახელმწიფოს მტრული გავლნებისგან.

მეორე: კანონი არ უნდა ხლეჩდეს და აპირისპირებდეს საზოგადოებას, მათი ნაწილის აგენტებად და მოღალატეებად გაფორმებით.

აი, სწორედ ასეთი ეროვნული კანონია საფრანგეთში, ბრიტანეთში, ავსტრალიაში კანადაში და სხვა დასავლურ და ცივილიზებულ ქვეყნებში. ოცნება კი, რომელიც ამბობს, რომ თითქოს ამერიკული და ევროპული კანონები გადმოიღო, რეალურად აპირებს მიიღოს რუსული კანონი. როგორიც მიიღეს, მაგალითად, ყირგიზეთმა, უნგრეთმა, ბოსნიამ.  როგორც ყოველთვის, ოცნება ამბობს ერთს - საქმით, კი აკეთებს მეორეს!

თუ „ოცნება“ უარს იტყვის ეროვნული მიზნების დაცვაზე და დაარღვევს ამ ორ პირობას, სახელს ვერ დაარქმევს მტერს და ვერ მიმართავს თავის [რუსულ] კანონს კონკრეტულად ოკუპანტის წინააღმდეგ, მაშინ საზოგადოება კიდევ ერთხელ დაინახავს, რომ მათ აქვთ ერთადერთი მიზანი, გამოგონილი გამჭვირვალობის საფარქვეშ, საზოგადოება დაყონ აგენტებად და მოღალატეებად და ერთმანეთს დაუპირისპირონ.

თუ ეს ასე არ არის გაიწვიონ რუსული კანონი და დააწესონ ანგარიშგების საერთო სტანდარტი, გრანტის ყველა მიმღებისთვის, იქნება ეს კეზერაშვილის მიერ გაცემული, ივანიშვილის მიერ გაცემული თუ სხვა ვინმეს მიერ გაცემული გრანტი.

ვიმეორებ, საქართველოში უნდა არსებობდეს ერთადერთი კანონი, რომელიც ევროკავშირს კი არ აცხადებს მტრად, არამედ აღკვეთს ოკუპანტის გავლენებს.

თუკი "ოცნება“ რუსულ კანონს მიიღებს, დადასტურდება, რომ ივანიშვილის „ოცნების“ პირობებში საქართველო ვერ გახდება ევროკავშირის წევრი და დარჩება რუსული გავლენების ქვეყნების ჯგუფში.

მოვუწოდებთ ყველა დეპუტატს პერსონალურად, მტერს დაარქვით მტერი და მოყვარეს მოყვარე! არავინ გაპატიებთ, ქვეყნისთვის მომავლის წართმევას და პასუხისმგებლობები იქნება პერსონალიზებული!" - აცხადებენ გახარიას გუნდში.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები