ზურაბ ჯაფარიძე - სალომე ზურაბიშვილთან არანაირი კომუნიკაცია არ გვქონია არასდროს

"გირჩი - მეტი თავისუფლება" 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას "დროასთან“ ერთად მიიღებს, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან კომუნიკაცია კი არ გვქონია, -  ამის შესახებ პარტია "გირჩი - მეტი თავისუფლებას" ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა.

მისი თქმით, მიმდინარე წლის საპარლამენტო არჩევნებზე  5%-იანი ბარიერი კი არ არის პრინციპული საკითხი, არამედ ის, გააგრძელებს თუ არა საქართველო დასავლეთისკენ სვლას.

"ჩვენ ერთობა "დროასთან“ უკვე გვაქვს. მათ შორის, გაცხადებული გვაქვს, რომ არჩევნებზე ერთად გავდივართ. რიგ პარტიებთან გვაქვს გარკვეული ტიპის კონსულტაციები იმასთან დაკავშირებით, რომ „ქართული ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ მიღმა, ძლიერი ცენტრი შეიქმნას. სალომე ზურაბიშვილთან არანაირი კომუნიკაცია არ გვქონია არასდროს. გვარამიასთან მქონია კომუნიკაცია, მელიას გაცხადებული აქვს, რომ ისინი ჯერ საკუთარი პარტიის შექმნით არიან დაკავებულები. გაერთიანებას ძალიან კარგი პერსპექტივები აქვს. ჩვენ არ გვგონია, რომ 5%-იანი ბარიერი ზოგადად, პრინციპული საკითხი იყოს ამ არჩევნებზე. გვგონია, რომ პრინციპული საკითხია, ეს ქვეყანა, საბოლოოდ, გააგრძელებს თუ არა დასავლეთისკენ სვლას და 2030 წელს, როდესაც, სავარაუდოდ, მოხდება ევროკავშირის შემდგომი გაფართოება, მოვხვდებით თუ არა იქ. თუნდაც ჩვენი შვილები იცხოვრებენ თუ არა თავისუფალი სამყაროს შიგნით“, - განაცხადა ჯაფარიძემ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები