თენგიზ წულაძე - სააკაშვილის ნევროლოგიური მდგომარეობა შეცვლილი არ არის, მიმაჩნია, რომ მის გადაყვანაზე საუბარი ნაადრევია

სახალხო დამცველის კონსილიუმის წევრებმა კლინიკა "ვივამედში“ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მოინახულეს.

როგორც კონსილიუმის წევრმა, ნევროლოგმა თენგიზ წულაძემ კლინიკიდან გამოსვლის შემდეგ მედიას განუცხადა, სააკაშვილის ციხეში გადაყვანაზე საუბარი ნაადრევია.

"წონაში მოიმატა, კუნთების მასაც მოემატა. ნევროლოგიური სტატუსის თვალსაზრისით, მდგომარეობა თითქმის არ შეცვლილა. ძველ დასკვნებში ნეიროპათია როგორიც იყო, წონასწორობის კარგვა, ისევ ისეა. რაც შეეხება ფსიქოლოგიურ მდგომარეობას, ვფიქრობ, არასტაბილურია, ესეც არ შეცვლილა. ჩემი აზრით, დეპრესიაც არის, შფოთვაც რჩება. მიმაჩნია, რომ მის გადაყვანაზე საუბარი ნაადრევია, რადგან გადაყვანის შემთხვევაში, რამდენიმე კვირაში, რამდენიმე დღეში თუ არა, შესაძლოა, უკან დასაბრუნებელი გახდეს. პაციენტის სტაბილური და გაუმჯობესებული მდგომარეობა სამედიცინო პერსონალის დამსახურებაა, ხოლო ოპტიმალური იქნება, თუ სახელმწიფო CPT-ის რეკომენდაციებს გაითვალისწინებს“, – განაცხადა თენგიზ წულაძემ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები