ბელარუსი აქტივისტი იგორ ლედნიკი, რომელიც "ლუკაშენკოს ცილისწამებისთვის" იყო დაპატიმრებული, კოლონიაში გარდაიცვალა

ბელარუსი აქტივისტი და ლუკაშენკოს ოპონენტი იგორ ლედნიკი 63 წლის ასაკში, პატიმრობაში გარდაიცვალა.

ლედნიკი 2022 წლის 12 აპრილს დააკავეს. მას ლუკაშენკოს მიმართ "ცილისმწამებლური განცხადებებში" ადანაშაულებდნენ.

საქმის მასალების მიხედვით, 2020 წლის ივნისიდან დეკემბრამდე ლედნიკმა გამოცემაში "პოზიცია“ გამოსაქვეყნებლად წარადგინა სტატია სათაურით "ბელარუსის საერთაშორისოდ აღიარებული ნეიტრალიტეტი ეუთოს რეგიონში უსაფრთხოების გარანტიაა“. ეს მასალა გამოქვეყნდა 2020 წლის 28 დეკემბერს.

სასამართლომ გადაწყვიტა, რომ მასალა შეიცავდა "წინასწარ არაზუსტ ინფორმაციას, ლუკაშენკოს პატივისა და ღირსების დამამცირებელ და ცილისმწამებლურ ინფორმაციას, რომელიც დაკავშირებულია განსაკუთრებით მძიმე დანაშაულების ბრალდებებთან, მათ შორის კაცობრიობის უსაფრთხოების წინააღმდეგ“.

2022 წლის ივლისში სასამართლომ ლედნიკის Facebook გვერდი "ექსტრემისტულ მასალად" ცნო.

აქტივისტი 3-წლიან სასჯელს მოგილევის №15-ე გამასწორებელ კოლონიაში იხდიდა.

პატიმრობაში ლედნიკის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა, ჰქონდა გულის პრობლემები და ოპერაციაც დასჭირდა.

ლედნიკი იყო ბელარუსის სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრი. პარტია 2020 წლის აქციების დროს, დამოუკიდებელ საპრეზიდენტო კანდიდატებს, მათ შორის სერგეი ტიხანოვსკის უჭერდა მხარს.

სიკვდილის ოფიციალური მიზეზი ჯერ არ დასახელებულა.

უახლესი ამბები