ბელარუსმა პარტიზანებმა მინსკთან ახლოს რუსული სამხედრო თვითმფრინავის აფეთქება დაადასტურეს

ბელარუსმა პარტიზანებმა მინსკის მახლობლად მდებარე "მაჩულიშის" აეროდრომზე რუსული სამხედრო თვითმფრინავი ააფეთქეს, - ამის შესახებ ბელარუსის ოპოზიციის ლიდერის სვეტლანა ტიხანოვსკაიას მრჩეველი ფრანაკ ვიაჩორკა სოციალურ ქსელში წერს. 

"დიდება ბელარუს პარტიზანებს!

პარტიზანებმა დაადასტურეს იშვიათი რუსული თვითმფრინავის აფეთქების წარმატებული სპეცოპერაცია მინსკის მახლობლად მდებარე "მაჩულიშის" აეროდრომზე. ეს არის ყველაზე წარმატებული დივერსია 2022 წლის დასაწყისიდან.

რუსული A-50 თვითმფრინავი ააფეთქეს ორ ადგილას, როგორც ეს ფოტოზეა ნაჩვენები. ByPOL-ის ცნობით, დაზიანდა თვითმფრინავის წინა და ცენტრალური ნაწილები, განადგურდა ავიონიკა და სარადარო ანტენა. გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთს მხოლოდ ცხრა ასეთი თვითმფრინავი ჰყავს", - წერს ვიაჩორკა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები

<iframe src="https://www.facebook.com/plugins/post.php?href=https%3A%2F%2Fwww.facebook.com%2Fviachorka%2Fposts%2Fpfbid02tj7EW3bkn7VzipHnCoPkR4vNa7x8i7Xbux6h79VxjKXvHYwuAF3Pe9JdZzQJtz9ml&show_text=true&width=500" width="500" height="503" style="border:none;overflow:hidden" scrolling="no" frameborder="0" allowfullscreen="true" allow="autoplay; clipboard-write; encrypted-media; picture-in-picture; web-share"></iframe>