პოლონეთმა, ლატვიამ და ლიეტუვამ შესაძლოა, ბელარუსთან საზღვარი დაკეტონ

პოლონეთმა, ლიეტუვამ და ლატვიამ "ვაგნერელების" შესაძლო პროვოკაციების შემთხვევაში შესაძლოა, ბელარუსთან საზღვრები დაკეტონ, - ამის შესახებ პოლონეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა მარიუშ კამინსკიმ განაცხადა.

მისი თქმით, თუ პოლონეთის, ლატვიის ან ლიეტუვის საზღვრებზე სერიოზული ინციდენტები მოხდება „ვაგნერის“ კერძო სამხედრო კომპანიის დაქირავებულთა მონაწილეობით, ქვეყნები "აუცილებლად მიიღებენ ერთობლივ ზომებს“.

"არ გამოვრიცხავ, რომ თუ გადავწყვეტთ, რომ ეს არის სწორი პასუხი იმ მომენტში, მივიყვანთ ბელარუსი სრულ იზოლაციამდე“, - განაცხადა კამინსკიმ.

ევგენი პრიგოჟინმა, თავის დაქირავებულებთან ერთად, ივნისში რუსეთში გადატრიალების წარუმატებელი მცდელობა განახორციელა. ამის შემდეგ გადაწყდა, რომ "ვაგნერელები“ ​​ბელარუსში გადაეყვანათ.

ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში ბელარუსის ტერიტორიაზე აქტიურად მოდიოდნენ დაქირავებულთა კოლონები. ქვეყნის ხელისუფლებას სურს მათი გამოყენება საკუთარი არმიის მოსამზადებლად.

"ბელარუსის გაიუნის“ ინფორმაციით, ბელარუსის რესპუბლიკის ტერიტორიაზე უკვე შენიშნეს "ვაგნერელების" 12 კოლონა. ისინი მოგილიოვის ოლქის სამხედრო ბაზაზე თავიანთი ჯავშანტექნიკით მიდიან.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები